აშშ-მა ყირიმის პრემიერმინისტრსა და სევასტოპოლის გუბერნატორს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ყირიმის პრემიერმინისტრსა და სევასტოპოლის გუბერნატორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.

სიაში 8 ადამიანი მოხვდა. მათ შორის არიან, სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიზაილ რაზმოჟაევი, ყირიმის პრემიერმინისტრი იური გოცანიუკი და სევასტოპოლის სენატორი ეკატერინა ალბატაევა.

უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის 18 მარტს მოახდინა. ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია. ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება ტერმინ „ანექსიას“ და როგორც ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს, რეფერენდუმი იყო ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია.