კორონავირუსის პირველი შემთხვევა ფინეთში გამოვლინდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ფინეთში გამოვლინდა

ფინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაავადებული ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა. ამჟამად ის ლაპლანდიის ცენტრალურ საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მასთან კონტაქტის გამო ინფიცირების საშიშროება 15-მდე ადამიანის ემუქრება.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.