„ლავროვი ამერიკელების სანქციების სიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ამერიკაში კვლავაც ღებულობენ“

„ლავროვი ამერიკელების სანქციების სიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ამერიკაში კვლავაც ღებულობენ“

გახდება თუ არა სერგეი ლავროვის, ანუ ოკუპაციის მამის შესაძლო ვიზიტი თბილისში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი, ეს მაისში გაირკვევა. ოპოზიცია უკვე აანონსებს, რომ 10-ჯერ მწვავე შედეგი ექნება ლავროვის ჩამოსვლას, ვიდრე გავრილოვის ჩამოსვლას ჰქონდა.

საქართველოში მწვავედ აღიქვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლემენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპს მტკიცედ იცავს და თბილისში 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის დაგეგმვის გამო საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსეთის დელეგაცია, მათ შორის, ოკუპაციის კანონის დამრღვევი დეპუტატები საქართველოში შემოუშვას.

ამ მოპატიჟებას ჯერჯერობით შორს იჭერს რუსეთი. ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პეტრე ტოლსტოი ზურაბიშვილისა და საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშს მოხდას მოელის იმ ინციდენტისთვის, რაც მათ კოლეგა-გავრილოვს შეემთხვა თბილისში 20 ივნისს. მხოლოდ ბოდიშის მოხდის შემდეგ განიხილავენ რუსები საქართველოში ჩამოსვლის საკითხს.

ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ რუსულ დელეგაციაში შეიძლება აღმოჩნდეს სერგეი ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი.

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, ძალიანაც რომ შეეხვეწოს ივანიშვილი, ალბათ, ლავროვი არ ჩამოვა.

სხვაგვარად ფიქრობს რომან გოცირიძე, რომ პრეზიდენტმა კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა და ლავროვის ჩამოსვლა არა მარტო დაღუპული ქართველი მეომრების სულების შეურაცხყოფაა, არამედ საყოველთაო მღელვარებას გამოიწვევს საქართველოში, რასთან შედარებითაც „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იზიარებს ზურაბიშვილის შეთავაზებას რუსული დელეგაციის მიმართ და მიიჩნევს, რომ ლავროვის არშემოშვებით საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯი. ამიტომაც მარგველაშვილი მოგვიწოდებს, „ამოვიდეთ არა ურაპატრიოტული განცხადებებიდან, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ლავროვს რეციდივისტად მოიხსენიებს და განმარტავს, რომ ასეთებს სახლში არავინ ეპატიჟება. მისი აზრით, რუსეთის დელეგაცია შეიძლება შემოვუშვათ, მაგრამ ლავროვის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ ოკუპაციის კანონის გამო.

ხატია დეკანოიძე მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, გონს მოეგონ და არ დაუშვან „მეორე გავრილოვი“.

ამ ყველაფრის საპასუხოდ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოკუპაციის კანონის დარღვევა ახალი არ არის „ნაციონალებისთვის“. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2016 წელს დაირღვა ეს კანონი და სამი რუსი დეპუტატი, მათ შორის, ოდიოზური სლუცკი სწორედ „ნაციონალების“ თანხმობით შემოვიდა საქართველოში ისევე, როგორც „ეფესბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც, ასევე, დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს, როცა ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოვუშვით ოკუპაციის კანონის დამრღვევი ადამიანი და ამის გამო სანქციები დავიმსახურეთ.

ცდილობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ცუდი პროცესების პროვოცირებას, როცა ოკუპანტს ოკუპირებულ ქვეყანაში ეპატიჟება?!

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ოკუპაციის კანონის მიღების შემდეგ სააკაშვილმა დაიტოვა ე.წ. ღია კარი, როდესაც მან შემოიღო, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო გამონაკლისის სახით შემოეშვა ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი პირი. ასეთი მანიპულაციით სააკაშვილმა ოკუპაციის კანონი თავის თავზე მოირგო და, ვინც სააკაშვილისთვის მისაღები იყო, მას შემოუშვებდნენ ხოლმე საქართველოში და, ვინც არ იყო მისაღები, არ შემოუშვებდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ სერგეი ლავროვის შემოშვებას, ვახტანგ მაისაია ადასტურებს, რომ ლავროვი ყველაზე გავლენიანი კლანის - სამხედროების კლანის ერთ-ერთი ლიდერია და, შეიძლება ითქვას, ქორია, ანუ შოიბუ და ლავროვი სამხედროების კლანის ლიდერები არიან. მთლიანობაში, რუსეთში რამდენიმე კლანია-„სილოვიკების“, რეგიონალების, სანკტ-პეტერბურგის, ანუ ლიბერალების კლანი, „ედინაია რასიას“ კლანი და არის კიდევ პუტინის პირადი კლანი, მისი პირადი გვარდია, რომელსაც პუტინი არავისში არ გაცვლის.

„იმის მიუხედავად, რომ ლავროვი ამერიკელების სანქციების სიაში უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ლავროვს ამერიკაში კვლავაც ღებულობენ. მართალია, ლავროვი იყო იდეოლოგი და მამა-მარჩენალი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ოკუპაციისა, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რომ საქართველოს აქვს ვალდებულება, როგორც ევრპოსაბჭოს ექვსთვიან ხელმძღვანელს, ჩაატაროს გარკვეული ღონისძიება საქართველოში. ოკუპაციის გამო ჩვენ ბევრ ღონისძიებაზე ვთქვით უარი, მაგრამ გაეროს საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს გამართვა, ალბათ, საქართველოს მაისში მოუწევს. ახლა ამბობენ, შეიძლება ეს ღონისძიება არ გავმართოთ და ჩატარდეს სტასბურგში, მაგრამ, თუ გადაწყდა, რომ თბილისში გაიმართოს ამ საბჭოს სხდომა, მაშინ ლავროვის არშემოშვებით საქართველოს ევროსაბჭოს მიერ სანქცია დაეკისრება, რადგან ეს ევროსაბჭოს წესდებას უშუალოდ არღვევს. ასეთი პოლიტიკური დილემაა ჩვენს წინაშე, რაც კარგად ახსნა მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც“, - აცხადებს ვახტანგ მაისია.

მისივე განმარტებით, ჩვენთვის ძალიან ცუდია, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები შეინარჩუნა ევროპის საბჭოში. ეს იმ ფონზე, როდესაც პუტინმა ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და პრიციპებზე და, ასევე, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უფრო მაღლა უნდა იდგეს ეროვნული კანონმდებლობა. წესით, ეს ევროსაბჭოდან რუსეთის ავტომატურად გარიცხვის პრეცედენტი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების იძულებით გამოძევებასთან დაკავშირებით 10 მილიონი დოლარის კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას. აღარაფერს ვამბობთ, რომ რუსეთში სისტემური ტენდენცია მიიღო ადამიანის უფლებათა დარღვევამ.

„ამის ფონზე რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოში დარჩენა არ მიმაჩნია კარგ ტონად. ცხადია, ეს ფინანსებს უკავშირდება, რადგან, როცა რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოდან იყო გარიცხული, ევროსაბჭოს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ზუსტად ეს არის კონფორმისტული მომენტი. საინტერესოა ისიც, რომ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პეტრე ტოლსტოი ზურაბიშვილისა და საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშს მოხდას ელის იმ ინციდენტისთვის, რაც მათ კოლეგა-გავრილოვს შეემთხვა 20 ივნისს. ეს ის პეტრე ტოლსტოია, რომელიც ტელეჟურნალისტი იყო, მიჰყავდა გადაცემა „ვრემია“ და პუტინმა იგი, როგორც ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, გადაიყვანა მმართველ „ედინაია რასიაში“ და სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახადა. სულ ახლახანს კი პეტრე ტოლსტოი აირჩიეს ევროპის საბჭოს ვიცე-სპიკერად, როგორც ირაკლი კობახიძე და ეს არ არის კარგი ფაქტი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოდგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსული დელეგაციის სავარაუდო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი არ არის საჭირო. ეს აჟიოტაჟი საქართველოში აბსოლუტურად ხელოვნურადაა გამოწვეული გარკვეული პოლიტიკოსების მიერ.

„ჯერ არც კი არის ცნობილი, ვინ იქნება ამ დელეგაციების შემადგენლობაში, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა დელეგაციების შემადგენლობებიც უცნობია. ამაზე ჩვენი საგარეო უწყება მუშაობს ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან და სიტუაციის ზედმეტად გაბუქება არ არის საჭირო. ყველაფერი კარგად იქნება“, - მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე და ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, „ღირს თუ არა ისეთი პირის შემოშვება საქართველოში, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ექნება“, განმარტავს, რომ „ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ჩვენს სახელმწიფოსა და მის ინტერესებს სჭირდება, მაისამდე საკმარისი დროა და დაველოდოთ მოვლენებს“.

 

trampi ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის მიერ გადახდილი დავალიანება ევროპის საბჭოს მუშაობის სტაბილიზაციაში დაეხმარა

აააააა ფული ჯოჯოხეთს ანათებსო.....

გაზპრომის მოსყიდულები!!!!!

სად არიან ნაცები და მათი ე.წ. დასავლელი ამფისონები?? როგორ.... რუსები მთელი სასტავით და პრივილეგიებით ისევ უკან დააბრუნეს და ეგენი ამ ოკუპანტების ასე ტაშფანდურით უკან დაბრუნებას როგორ ეგუებიან?/ ოკუპანტის ასე გულაობაზე და დემოკრატიის ასეთ უხეშ დარღვევაზე რატო განგაშის ზარებს არ შემოჰკრავენ...რატო მთელი კონგრესი ერთხმად არ ღშფოთდება მარტო ჩვენს დამოძღვრაში რომ აააქვთ დიდი გული

კი მაგრამ რუსეთი თუ მაინც თავისას გაიტანს ეს ნაცების მეგობრები რაღაში გვინდანან??თან ტოლსტოი აურჩევიათ თავჯდომარედ
ის ძააან ძაან ფანდარასტი.....დიდი პაპასავით ქართველთ მოძულე, სუსლოვის დონის და ჩვენთვის ჟირინოვსკიზე უარესი

რამდენჯერღა ვთქვა ................. მაგ მეგობრებს მხოლოდ იმისთვის ვჭირდებით რომ რუსეთს განუწყვეტლივ ფინიასავით ვუყეფოთ, თანაც სუ აქტიურ ფაზაში ვიყოთ. ხოლო თუ 2008 --სავით უფრო ,,დიდ ჩიტს,, დავიჭერთ, ჩვენი სახით მაგათ პირდაპირ ჯოკერი დაეცემათ--ასჯერ უკეთესი იქნება მაგათთვის!! მერე გაცილებით უფრო დიდი რიხით შეუტევენ რუსეთს ,,დემოკრატიის დარღვევისათვის,, (თვითონ ათჯერ უარესები) თან რუსებს როგორც კონკურენტებს უფრო კაი კაი სანქციებს დაუწესებენ ..... უფრო არგუმენტირებულად ჩაიწერენ რუსების წინასე ქულებს
ჰოოოდა ნაცებისაგან განსხვავებით ესენი ასეთ ჯოკერებს რომ არ აძლევენ მაგათ, სინამდვილეში იმიტომაც ,,ირღვევა,, საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები..... იმიტომაც არიან ესენი პუტინის მარიონეტები და ქვეყნის ამომგდებები
მოკლედ უფრო აქტიური ეკალი უნდა ვიყოთ რუსების ტრაკში, უფრო აქტიური
აბა რუსეთთან ესე სიჩუმე მაგათთვის რა ხეირია? რაღაც სალაპარაკო კოზირი ხო მაინც უნდა მივცეთ? აბა ისე ჩვენ მაგათ რაში ვჭირდებით?გავრილოვის ღამე არ იყო საკმარისი...რაღაც უფრო მამალი კოზირი სჭირდებათ
მოკლედ აქტიურები უნდა ვიყოთ, აქტიურები..... ბოლო ბოლო ერთი ორი კაცი მაინც ხომ უნდა მოვაკვლევინოთ რუსებს ან რუსებს დივერსანტები მაინც ხომ უნდა დავუჭიროთ--- ენვერ 27 ან რაღაც მაგდაგვარები. ბოლო ბოლო რუსებთან რაღაც სალაპარაკო პატარა თემა მაინც ხომ უნდა მივცეთ
ჰოოდა ირღვევა დემოკრატია......
აი არსი ესააა, ეს ...პლიუს ნაცების დიდი მაყუთი(60%)....


მოკლედ რა სარგებლობა მოაქვს მააააააამალს...

გვჩინჩლავენ მასწავლებელო ეგენი მხოლოდ, გვჩინჩლავენ
4 წლის უკან