ინგრედიენტები
ყველი ტაფუ - რბილი, 750 გ
შავი შოკოლადი - 250 გ
მაგარი ყავა - 60 მლ
შაქარი - 4 ს/კ
მომზადების წესები
პატარა ქვაბში ჩაასხით ყავა, დაუმატეთ შაქარი და შოკოლადის ნატეხები.
დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება.
გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ ყველი ტაფუ და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შეინახეთ კრემი მაცივარში არა უმეტეს 2 დღისა.