იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. USGS-ის ცნობით, იამაიკას, კუბასა და კაიმანის კუნძულებს მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი ემუქრებათ.