კორონავირუსის ვაქცინას ადამიანებზე ერთ წელზე ადრე ვერ გამოცდიან – მეცნიერები

კორონავირუსის ვაქცინას ადამიანებზე ერთ წელზე ადრე ვერ გამოცდიან – მეცნიერები

ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის შექმნაში ამერიკელი და ჩინელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.