სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა და უნგრეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს. ინციდენტი სასაზღვრო გადასასვლელზე მოხდა. ამის შესახებ Euronews-ინ იუწყება.
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე შტურმი მიიტანა. უნგრელი მესაზღვრეები იძულებულები გახდნენ, ხალხის შესაჩერებლად ჰაერში რამდენჯერმე გაესროლათ.
როგორც უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.