არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებულები ჩინეთის, ხუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია. ამასთან, მთავრობამ ჩინეთიდან ჩასული ყველა მგზავრის გაკონტროლების ბრძანება გასცა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.