ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.
თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.