ყველაფერი, რაც საქართველოში  ხდება, ხდება იმიტომ, რომ ტრამპის საწინააღმდეგოდ მომზადდეს ახალი პოლიგონი

ყველაფერი, რაც საქართველოში  ხდება, ხდება იმიტომ, რომ ტრამპის საწინააღმდეგოდ მომზადდეს ახალი პოლიგონი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ საქართველოში არის ჯგუფი, რომელიც ცდილობს მიხეილ სააკაშვილი მოაბრუნოს ხელისუფლებაში და ეს არ წარმოადგენს აშშ-ს ინტერსესს. გოგავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ უნდა მიმართოს როგორც ტრამპის ადმინისტაციას, ასევე სენატის ხელმძღვანელობას და აუხნან რა ხდება საქართველოში, რასაც ვერ ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

„გამაფრთხილებელი გასროლა“ - აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მაიკლ კარპენტერის ეს ფრაზა აშკარად მიუთითებს დასავლეთიდან წამოსული წერილების მიზანზე. ექსპერტების და  ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ხელს „ნაციონალებისა“ და „ევროსაქების“ ლობისტებისკენ იშვერენ. ლობისტურ საქმიანობას შეიძლება დავუკავშიროთ NDI-ის კვლევები, როცა დავით ბაქრაძეს ყველაზე მოსაწონ პოლიტიკოსად გვასაღებენ, მაგრამ, არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლებასთან მიმართებით, ზღვარი პრაქტიკულად, წაშლილია ლობიზმსა და „შავ პიარს“ შორის? რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაშლილი კამპანია და რამდენად შეიძლება ეს ორკესტრირებული შეტევა განვიხილოთ დასავლეთის ოფიციალურ პოზიციად?

ირაკლი გოგავა: ცოტა შორიდან დავიწყოთ - 70-80-იან წლებში, აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სამმართელო სხვადასხვა უცხოურ ქვეყანაში ახორცილებდა გარკვეული პოლიტიკური პროდემოკრატიული ფიგუირების მხარდაჭერას, რაც აბსოლუტურად ნორმალური იყო, ვინაიდან, მაშინ, კონკურენცია მიმდინარობდა საბჭოთა იმპერიის და აშშ-ს შორის. 1983 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გადაწყვიტა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო დაზვერვის საქმე და უნდა გაკეთებულიყო ღიად, რათა ქვეყნებში დემოკრატიზაციისვის ხელი შეეწყოთ. მან დაარსა რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის NDI, IRI - დემოკრატიის განვითარების ფონდი, პროფკავშირების ორგანიზაცია.

ტრადიციულად, ეს ორგანიზაციები ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით. კერძოდ, USAID-ის თანხით. მოგეხსენებათ, რომ USAID არის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვეშ მყოფი სტრუქტურა, რომელსაც მონიტორინგს უწევს სახელმწიფო დეპრატამენტი. ცივი ომის დასრულების შემდეგ დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამერიკა დარჩა სერიოზული მეტოქის გარეშე და ამერიკული პოლიტიკური სისტემა მოეშვა. გაჩნდნენ ინტერესთა ჯგუფები, ბიზნესჯგუფები, დიასპორის ჯგუფები, პოლიტიკური იდეოლოგიის გარშემო გაერთიანებული ჯგუფები და შემდეგ ამ ჯგუფებს შორის დაიწყო ერთგვარი შიდა კონკურენცია, რომელთაც სერიოზული გავლენები აქვთ და მათ შორის ჩვენი მიმართულებით.

საქართველოს მიმართულებით რა ჯგუფი აქტიურობს?

- ჩვენი მიმართულებით აქტიურობს ე.წ. ნეოკონსერვატორების ჯგუფი, ე.წ. ჯონ მაკკეინის ჯგუფი, რომელშიც შედის ბევრი ჩვენთვის ნაცნობი სახეები, მაგალითად, მაიკლ კარპენტერი, მეთიუ ბრაიზა, გადამდგარი გენერლები - დენიელ ფრიდი, დევიდ კრამერი და იგივე, ახლახანს გააქტიურებული კონგრესმენი ადამ კინსინჯერიც.

ეს ხალხი 24 წლის განმავლობაში ბუშების, კლინტონების და ობამას პრეზიდენტობის ჟამს ახდენდნენ თავისი თანამებრძოლების და პარტნიორების სამსახურში მოწყობას, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე USAID-ში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლების ცენტრებში. ისენი ძალიან გაწაფული არიან საგარეო პოლიტიკის მანიპულაციებში, იციან როგორ დაგეგმონ სცენარი სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე, მესამე, მეოთხე ეშელონებში ჰყავთ დასაქმებული თავიანთი ხალხი და გავლენას ახდენენ ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიც მაგალითად არის NDI, IRI.

კვლევები, რაც საქართველოში ტარდება ამ სცენარის ნაწილია?

- რა თქმა უნდა. მიზანი გახლავთ ის, რომ მათთვის ხელსაყრელ პოლიტიკურ ფიგურებს და პოლიტიკურ პარტიებს დაუწერონ მეტი რეტინგი და შეუქმნან ხელსაყრელი პირობები, რომ სხვას აჯობონ. ამიტომ ხდება კვლევების გაყალბება პოლიტიკური რეიტინგის ნაწილში. საქართველოში ფაქტობრივად, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს ეს უფლება, ვინაიდან, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ვერ უზრუნველყო ალტერნატიული წყაროების გაჩენა.

მაგალითისთვის, უკრაინაში 10-ზე მეტი ადგილობრივი კვლევითი ცენტრი არსებობს, იქ NDI-იც მუშაობს და IRI-იც, მაგრამ ქვეყნდება ნორმალური კვლევები, ვინაიდან აზრი არ აქვს გაყალბებას, არის ალტერნატივა და ხალხი შედარებისთვის იყენებს სხვა წყაროებს. ამიტომ ტარდება უკრაინაში ნორმალური კვლევები. ჩვენთან ასეთი ექსკლუზივი აქვს NDI-ის. დაახლოებით იგივე სიტუაცია არის სამოქალაქო სექტორში. სადაც არსებობს 7-8 დანიშნული ორგანიზაცია, ე.წ. ენჯეო, რომელიც უხვად ფინანსდება ასევე უცხოური ფულით.

ჩვენთან, როგორც ჩანს, არ არის ინტერესი, რომ არსებობდეს ალტერნატიული ორგანიზაციები, სხვა რით შეიძლება აიხსნას მათი არარსებობა? ზემოთჩამოთვლილი ორაგნიზაციები კი პირდაპირნაციონალური მოძრაობისინტერესებს ატარებენ.

- „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ავალებენ სპონსორები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნეოკონსერვატორების ჯგუფის მოკავშირე და ცხადია, ავალებენ ამ მიმართულებით მუშაობას. მაგალითისთვის გეტყვით როგორ მოაგვარა ეს პრობლემა პოლონეთმა და უნგრეთმა, სადაც არ აუკრძალიათ უცხო ქვეყნის გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციების მოქმედება. უბრალოდ, მათ მიიღეს კანონი - 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის შესახებ, რომელიც არსებობს პოლონეთსა და უნგრეთში. კერძოდ, ადამიანებს, ვინც იხდის საშემოსავლო გადასახადს, ყველას მიეცა უფლება, რომ ამ 20%-დან ერთი პროცენტი გადაურიცხონ იმ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ ადამიანებს მოსწონთ. ზოგი ეკოლოგიურ მოძრაობას ურიცხავს, ზოგი კატების უფლებების დამცველ ორგანიზაციას, ზოგი დემოგრაფიული პრობლემების დამცველ ორგანიზიციას, ზოგიც რელიგიურ ორგანიზაციას და ა.შ.

იქაც არსებობენ ეს სოროსის ფონდები, ლიბერალური და გლობალისტიური მიმართულების ორგანიზაციები, მაგრამ ისინი ამინდს ვეღარ ქმნიან, რადგან ხალხი თვითონ აფინანსებს იმ „ენჯეოს“ რომელიც თავად მოსწონს. ისინიც ყველანი ცდილობენ მოაწონონ ხალხს თავი, ისეთი საქმეები აკეთონ, რაც საზოგადოების ინტერესშია, რათა მეტმა ადამიანმა ჩაურიცხოს ეს ერთი პროცენტი. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ეს ერთი პროცენტი არც ერთ ორგანიზაციას არ გადაურიცხოთ და ასეთ შემთხვევაში, ეს თანხა ბიუჯეტს მიაქვს. ჩემი აზრით, ეს არის იდეალური გამოსავალი საქართველოსთვის, ვინაიდან, დღეს რა სიტუაცია გავქვს - დემოკრატიის ფონდები ამ ყალბი კვლევების გამოქვეყნებით ფაქტიურად აფერხებენ როგორც პოლიტიკური საზოგადოების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასაც.

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი იყო რონ პოლი, რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ეს ფონდები. პოლიმ თქვა, რომ უხო ქვეყნებში მოქმედ ამ ფონდებს არაფერი საერთო არ აქვთ დემოკრატიის განვითარებასთან, ისინი ამერიკელი გადამხდელების ფულს იყენებენ იმისათვის, რომ თავისი ფავორიტი პოლიტიკური ფიგურები და პარტიები უკეთესად წარმოაჩინონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ ლენინის სტილშიო. ძალაუფლების მოპარვას ადარებს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ ეს დემოკრატიის შემაფერხებელი უფროა, ვიდრე განსავითარებელი.

რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელებს, აშშ-მა დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში, 90-იან წლებში შიმშილისგანაც კი გადაგვარჩინეს, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოდან, უკვე, იწყება ინტერესთა ჯგუფების მოქმედება და საბოლო ჯამში მივედით იქამდე, რომ ამ მანიპულაციის გზით გვაომეს ბირთვულ სახელმწიფოსთან. მაშინ მაკკენის არჩევნებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ფაქტიურად მოგვიწია რუსთთან ომში ჩართვა, რაც ნეოკონსერვატორების დამსახურება იყო.

იმას ამბობთ, რომ გააზრებულად ჩავერთეთ რუსეთთან ომში?

- სააკაშვილმა აბსოლუტურად გააზრებულად გადადგა ეს ნაბიჯი, ნეკონსერვატორების თხოვნით. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ აგვისტოდან ნოემბრამდე ვერ გაქაჩეს საომარი მოქმედებები. ალბათ, არ ელოდნენ, რომ რუსები გადმოვიდოდნენ ცხინვალის აქეთ ტერიტორიაზე. შედეგად მივიღე რა - კიდევ უფრო მეტი ოკუპაცია, მსხვერპლი, ლტოლვილები, ნგრევა - ამას მოაწერა ხელი სააკაშვილმა. ახლა ისევ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და ვფიქობ, რომ ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ტრამპისთვის შეიქმნას კიდევ ერთი ახალი დაძაბულობის კერა, ვინაიდან, დღეს, აშშ-ში ნებისმიერი ანტირუსული მუხტი, ტრამპის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რადგან დემოკრატები მას აკერებენ იარლიყს, რომ ის არის პრორუსების ჯაშუში და უგონებენ ლეგენდებს.

მე ვფიქრობ, რომ ტრამპი არის ანტიგლობალისტური მოძრაობის ლიდერი მსოფლიოში, ისევე როგორც ბრიტანეთში ბრექსიტის მამები კონსერვატორები. ამას აუცილებლად მოჰყვება იგივე სიტუაცია საფრანგეთში, მარი ლეპენი გავიდა პირველ ადგილზე, 2022 წელს იქნება არჩევნები და მას წარმატების დიდი შანსი აქვს. ლეპენი აპირებს ბრექსიტის მსგავსად ჩაატაროს რეფერნდუმი. იგივე მოძრაობები არის უნგრეთში, პოლონეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ტალღა საქართველოშიც არის შემოღწეული. ეს არის ტრენდი, გლობალისტების ვექტორი ზევით მიდის, რაც არ შეიძლება. ახლა, დავოსში შეიკრიბნენ და ეს გლობალისტების პლატფორმაა, მათ სურთ, რომ პლანეტის გადარჩენის მიზნით თავს მოგვახვიონ თავიანთი ცხოვრების წესი, ჩვენი პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ამისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა გადასახადებიც კი დაგვაწესონ, შეზღუდვები დაგვაკისრონ. ცნობილია, რომ გლობალისტებს სურთ მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება და მათ მიერ დაწესებული წესებით გვაიძულონ ვიცხოვროთ - წაიშალოს ეროვნული სახელმწიფო, არ არსებობდეს საზღვრები, ეს არის მათი ამოცანა და ამას ტრამპი პირდაპირ პასუხობს, რომ ეროვნული სახელმწიფო უნდა შენარჩუნდეს. ამას ვამბობთ ჩვენც. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაში არის ბევრი პრობლემა, მაგრამ ამას დავოსში ასეული მილიარდერის შეკრება, ლაპარაკი და ახალი წესების თავს მოხვევა არ სჭირდება, არამედ ამას სჭირდება ის, რომ ამ მილიარდერებმა თავისივე მეტალოგიურ ქარხნებს დაუყენონ ძვირადღირებული ფილტრები, რომ მხუთავი ჰაერის რემისია შეწყდეს.

პრაქტიკულად, იმპერიათა ჭიდილში არის მოყოლილი საქართველო, ამ შემთხვევაში, რას ვამბობთ, განწირულები ვართ? საქართველომ რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ პროცეზებზე? ჩვენ, ჩვენი შიდა პროცესები გვაქვს, ამ ხელისუფლების ავკარგიანობა ცალკე თემაა, მაგრამ ისევ დგასნაციონალური მოძრაობისმობრუნების საფრთხე, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. თუ ასეთი ძლიერი ხელშეწყობა ექნებათ, მაშინ რა უნდა დაუპირისპიროს ამ პროცესებს საქართველოს ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, თუ განწირულები ვართ?

- მე ვფიქრობ, რომ გლობალისტებს და ანტიგლობალისტებს შორის გლობალურ ბრძოლაში ჩვენ გადამწყვეტ როლს ვერ ვითამაშებთ, მაგრმ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი საზღვრების ფარგლებში გამოვხატოთ პოზიცია. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ცალსახად აქ არის ის ჯგუფი, რომელიც ცდილობს სააკაშვილი მოაბრუნოს ხელისუფლებაში და ეს არ წარმოადგენს აშშ-ს ინტერესს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ უნდა მიმართოს ტრამპის ადმინისტაციას, სენატის ხელმძღვანელობას, რომელსაც რესპუბლიკელები აკნოტროლებენ და აუხნას, რომ მსგავსი რაღაცეები ხდება საქართველოში. ჩემი აზრით, ამას ვერ ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი არაკომპეტენტურობა და მეორე, ის გუნდი, რომელიც ვითომ მიჰყავდა საგარეო საქმეები, შუა გზაზე მიატოვა თავისი გუნდი, არ იგრძნო პასუხისმგბელობა და გავიდნენ ჩრდილში. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში  ხდება, ხდება იმიტომ, რომ ტრამპის საწინააღმდეგოდ მომზადდეს ახალი პოლიგონი. ამერიკაში როგორი სიტუაციაა 60-70-90-იან წლებში საბჭოთა კავშირის მასირებული პროპაგნადა მიდიოდა, ამერიკელებს ეგონათ, რომ დღეს არა და ხვალ, რუსები ბირთვული იარაღით დაბომბავენ. ეს ბავშვობის შიში დღემდე ჩამჯდარი აქვთ მათ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვობის შიში არსად არ მიდის. თუ ჭკვიანურად გამოიყენებ მისი რეაქტივაცია მარტივად შეიძლება, რასაც აკეთებენ კიდევაც ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგალითად ეს იყო 2004 წელს, როდესაც ცხინვალის მიამრთულებით დაიძაბა ვითარება. მაისში დაიწყო სროლები და დამთავრდა ამერიკის არჩევნებიდან სამ დღეში. ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი ფონი შეექმნათ მაშინ ბუშისთვის, რომელმაც სულ 2%-ით მოიგო, ის უფრო ანტირუსულ პოზიციებზე იყო.

ასევე, ეს გაკეთდა 2008 წელს მაკკეინის მოსაგებად და პრინციპში, მაკკეინმა ომის დღეებში სერიოზულად ამოქაჩა რეიტინგი, შემდეგ დაეცა და ობამამ ისევ დაიბრუნა რეიტინგი. როგორც ჩანს, იგივეს გამოყენება უნდათ ახლაც, რომ ხელი შეეწყოს ანტირუსულ დემოკრატიულ ლიდერს, ჯობ ბაიდენს და ხელი შეეშალოს ტრამპს. ეს ნეოკონსერვატორები ხან ერთ პარტიასთან არიან, ხან მეორე პარტიასთან. დღეს ისინი აშკარად ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან. უნდათ, ეს სურათი დაანახონ ტრამპის ადმინისტრაციას, მისი კამპანიის მენეჯერებს, სენატში გავლენიან რესპუბლიკელებს, სენატის ხელმძღვანელს, სახელმწიფო დეპარტამენტის ტოპ მენეჯერსაც. თუ ამას არ გააკეთებენ, სხვანაირად როგორ უნდა დაიცვან თავი.

დღეს საქართველოში მეტად საინტერესო მოცემულობა გვაქვს - ერთგვარ ტრენდად იქცა ნაციონალების და მათი განაყოფების წინააღმდეგ დგომა ქოცობას ნიშნავს და ძალიან ბევრი ანალიტიკოსი თუ ექსპერტინაციონალური მოძრაობისთვისდაევროპული საქართველოსთვისცდილობს კოჭის გაგორებას, რადგან ეშინიათქართული ოცნებისმხარდაჭერა არ დასწამონ. ეს მათი პრობლემაა თუმცა ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და რაც ყველაზე უარესია, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც გამყიდველებს და მოღალატეებს ეძახდნენ, დღეს მათივე შეურაცხმყოფლების გვერდით დგანან. ეს რა ფენომენია?

- ეს არ არის ფენომენი, ეს არის იმის რეზულტატი, რასაც ათწლეულებია საქართველოში ახორციელებენ. ეს არის სინჯარაში გამოყვანილი პარტიების ბოგინი. საქართველოს არ ეძლევა საშუალება, რომ საზოგადოებაში აღმოცენდეს ახალი პოლიტიკური პროექტები, იბლოკება ყველანაირად. ვინაიდან, მთელი მედია და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ტელევიზიებს, რომლის 80% ეკუთვნის ისევ ამ პარტიებს, აქვთ თავიანთი სპიკერების სიები, რომელიც, პრინციპში, ერთნაირია ყველა ტელევიზიაში, უბრალოდ სიხშირეებია განსხვავებული. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ NDI აფერხებს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ეს უნდა შეიცვალოს და ამაში აქტიური როლი შეუძლია მიიღოს ხელისუფლებამ. მან უნდა გახსნას პოლიტიკური ველი საზოგადოებისთვის. დღეს საზოგადოება არავისთან არ არის. იგივე ამ NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ 55%-ს საერთოდ არ აქვს არჩევანი, დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი უფრო მეტია, თუ ჩავთვლით, რომ ნაციონალებითვის მომატებული აქვთ რეიტინგი, დაახლოებით 60%-ისთვის მიღებელია ის, რაც ხდება. თუ ჭკუა აქვს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მოკავშირე უნდა გახდეს საზოგადოება, რადგან სხვა დამცველი ხელისუფლებას არ ეყოლება.

დამცველში ვგულისხმობ იმას, რომ რევანში არ დაუშვას, თორემ „ქართულ ოცნებასთან“ რეალური პრეტენზიები რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, ეს აბსოლუტურად არ არის არჩევის წესი - პროპორციული, თუ მაჟორიტარული. პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ეკონომიკურ საკითხებზე, უმუშევრობაზე, კულტურაზე, საგარეო ურთიერთობებზე და.შ. ფაქტიურად, გლეხს ვერ გააქვს პროდუქცია, ყველა საზღვარი ჩაკეტილია, ზოგი პოლიტიკის გამო, ზოგი კორუფციის გამო და ამ დროს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ჩვენი ფულით ჩინეთში და თურქეთში ვქმნით სამუშაო ადგილებს, იმდენი პროდუქტი შემოგვაქვს და ამ დროს საქართველოში არაფერს არ ვაწარმოებთ.

მაგალითად, ტრამპმა სამ წელიწადში 12 ათასი ქარხანა დააბრუნა ქვეყანაში, 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ანუ ლიბერალიზმის და თავისუფალი ვაჭრობის ფორპოსტი მიხვდა, რომ ეს არის დამანგრეველი გზა. ჩვენ კიდევ მივყვებით მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომნდაციებს. ეს არის საკრიტიკო ხელისუფლებისთვის და არა ის პროპორციული, თუ მაჟორიტარული. რაც შეეხება ამ პარტიების ერთიანობას, შევაფასებ, როგორც ძიძგილაობას ე.წ. კარმუშკასთან მისასვლელად. ამიტომ არის, რომ ყველა ერთამენთთან დადგა, მაშინ, როდესაც ერთმანეთი უკანასკნელი სიტყვებით აქვთ ნალანძღი. ვფიქრობ, რომ სერიოზული პოლიტიკური განახლება არის საჭირო.

ოპოზიცია როგორც არ უნდა ვაკრიტიკოთ, პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ ვითრებაზე ხელისუფლებაზეა. მის  ინტერესში არ არის პოლიტიკური განახლება და ამიტომაც ყავს ოპონენტადნაციონალური მოძრაობა“. ანუ, ხელი ხელს ბანს, პრინციპია.

- სავარაუდოდ, მაგრამ ამ კაშხალს ბზარი აქვს უკვე. ეს კაშხალი დიდი ხნით ვეღარ შეაჩერებს უზარმაზარ წყალს. ადრე თუ გვიან შეიძლება გასკდეს და ისევ მოხდეს რევანში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ რევანშს, მით უმეტეს ბოლომდე ნამდვილად არ ვენდობი ამ ხელისუფლებას. მან შეიძლება საკუთარი უსაფრთხოების გამო ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც კიდევ უფრო დაღუპავს ამ ქვეყანას და ამის დაშვება არ მინდა.

ანუ, საზოგადოებამ თვითონ უნდა შექმნას ძალა, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გახსნას ეს გზა. გახნას მედია, ბიზნესმენებს არ უნდა აუკრძალოს ახალი და ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება. თუნდაც, საზოგადოებაში გავლენიან უპარტიო ავტორიტეტებს უნდა გაეხსნათ გზა, რომ მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ არჩევნებში, თუნდაც მაჟორიტარებად. თუ არაპარტიული საზოგადოებისთვის გადაკეტილი დარჩება ეს გზები, საქართველოს უახლოესი მომავალი ძალიან ცუდად გამოიყურება.

ძალიან ბევრითუ“ და „უნდა“ გვაქვს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არ კეთდება, დაზარალებული რჩება საზოგადოება. ხსნას რაში ხედავთ? დავუშვათ, ეს ხელისუფლება გავუშვით, ვინ უნდა მოვიდეს - „ნაციონალური მოძრაობადა ეს .. ოპოზიცია?

- აი, ის, რასაც ითხოვს სააკაშვილი - „ოღონდ ეს წავიდეს!“, საქართველოს ისტორიაში რამდენჯერმე გვქონდა ეს მიდგომა - „ოღონდ ეს წავიდეს!“ ამ მიდგომის მომხრე მე პირადად არ ვარ. მომსვლელი უნდა ჯობდეს წამსვლელს, ეს ფაქტია. ვერ ვხედავ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეიძლება მოვიდეს ახლა ხელისუფლებაში და შეძლებს უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარებას ქვეყანაში. რამდენიმე თვეში აუციულებლად დაიწყება სერიოზული სამოქალაქო პროტესტები, რატომ? - იმიტომ, რომ არც ერთს არ აქვს ლეგიტიმაცია, თითქმის ყველა უკვე გამოცდილია, რაღაცა ფორმით ნამყოფია ხელისუფლებაში და ვიცით, რომ არაფრის გამკეთებლები არ არინ. დღეს იდეალური გამოსავალი არ ჩანს, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია სტიმულირება, საზოგადოების მეტი მონაწილეობა და საზოგადოებაში ახალი ჯანსაღი ძალების გაჩენა. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ესეც არ ჩანს... საზოგადოებაც შორიდან უყურებს ამ ყველაფერს და თითქოს არ აინტერესებს პროცესები...

- ხელისუფლებას რაც შეუძლია ეს სწორი პოლიტიკის გატარებაა. ვფიქრობ, ჩვენ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა გვქნოდეს მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთ ვექტორზე დამყარებული. ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორიც უნდა გავხსნათ, ვინაიდან ვაგებთ ბევრს. იმის გამო, რომ ოკუპანტმა არ იხეიროს, ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთ, ვგულიხმობ აფხაზეთის რკინიგზას, რომელსაც შეუძლია 200 მილიონი დოლარის მოტანა წელიწადში, იმხელა ტვირთბრუნვა არის შესაძლებელი.

ამას როცა ვამბობ, არც ერთი წამყვანი ტელევიზია ამას არასოდეს არ გამოაქვეყნებს, რატომ? - იმიტომ, რომ ეს არ ჯდება იმ ნარატივში, რომელიც ჩამოყალიბებულია უცხოური ფონდების, იმ მეხუთე კოლონის მეოხებით, რომელიც უცხოური ფულით არის დაფინანსებული. ნებისმიერ ფულს რომ ვალდებულება მოჰყვება, ამას რად უნდა ლაპარაკი. მე ვარ პირველი პარლამენტის წევრი, რომელმაც 2001 წელს პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის და ნატოსკენ ინტეგრაციის შესახებ.

ექვს ამერიკულ ორგანიზაციაში მიმუშავია. ამერიკელები ჩვენთვის მართლაც უახლოესი პარტნიორები არიან და უფრო მეტი შეგვიძლია ამ პრტნიორობაში, მაგრამ როდესაც რაღაცა გავლენის ჯგუფები ბოგინობენ და აქ მე მიქმნიან ვირტუალურ რეალობას, ამას ნამდვილად არ უნდა დავეთანხმოთ. ეს ფაქტორი არის მოსახსნელი, თუ ამ ბარიერებს მოუხსნი საზოგადოებას, საზოგადოებაში აუცილებლად დაიბადება ახალი ჯანსაღი ძალები.

 

Aburjga Tasmanieli ძალიან მაგარი ანალიზია! ყოჩაღ! ეს ადამიანი რატომ არ არის მთავრობაში, პარლამენტში?! რაშია საქმე?! ბრავო!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახლა კახელის გამოსვლას ველი!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონი გოგავა წერს - რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელებს, აშშ-მა დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში, 90-იან წლებში შიმშილისგანაც კი გადაგვარჩინეს, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოდან, უკვე, იწყება ინტერესთა ჯგუფების მოქმედება და საბოლო ჯამში მივედით იქამდე, რომ ამ მანიპულაციის გზით გვაომეს ბირთვულ სახელმწიფოსთან. მაშინ მაკკენის არჩევნებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ფაქტიურად მოგვიწია რუსთთან ომში ჩართვა, რაც ნეოკონსერვატორების დამსახურება იყო".
სამწუხაროდ ამ 90 წლებს შიმშილს, ნგრევას, სამოქალაქო ომს, სამხედრო ინტერვენციას... ყავს თავისი შემოქმედები, ავტორები! ცალკე მათი დასახელება შორს წაგვიყვანს. საკმარისია მათი "ბუდე" დავასახელოთ, უეჭველია ეს არის კოლექტიური, იმპერიალისტური დასავლეთი და მისი ფლაგმანი აშშ. ასე რომ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო დაეცა საქართველოს ეკონომიკა, აყვავებული ქვეყანა მიგვიყვანეს შიმშილის საფრთხემდე და მერე გადმოგვიგდეს "პურის ნატეხი" რათა საბოლოოდ არ ამოგხვდენოდა სული და შევენარჩუნებინეთ რუსეთის წინააღმდეგ მუდმივ პლაცდარმად.
4 წლის უკან
amo ახლა ამ კაცზე იტყვიან რუსეთუმეაო
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი რასაკვირველია, პრინციპულად ზუსტი ანალიზია! ჩვენებური ლიბერასტების და ამერიკელი გლობალისტ-ნეოკონების, რომლებიც ტრამპის დაუძინებელი მტრები არიან, კავშირები ახალი არ არის. ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2011-ის დასაწყისში ვწერდი (იხ. ჩემი წერილები: რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ"). ნაცების მიზანი დღესაც საკუთარი ლიბერასტული კორპორაციის აღდგენა, რომელიც კარგად უნდა ჩაეწეროს გლობალისტურ, ე.წ. ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში. ამიტომაც, არა მხოლოდ წარსულის, არამედ საბედისწერო მომავლის გამო, რაც ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში გარდაუვალია, მხარდაჭერა - არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის ღალატია!
4 წლის უკან
GeorgeGot და ეს არის სიტუაციის ზუსტი ანალიზი?! რა ხდება ქვეყანაში ადამიანი ვერ ხედავს და პრობლემას ხედავს ქვეყნის გარეთ! გაგიკვირდება ადამიანს ასეთები რომ იბრალებენ ექსპერტობას! აცდენილია
4 წლის უკან
Maverick ქპGeorgeGot-ს რა არ მოგეწონათ?!
საქართველო სამწუხაროდ არ არის მსოფლიოს ჭიპი, რომ ყველა სახელმწიფო მხოლოდ მასზე იმუშაოს, მაშინ ქართველ ა ერთად რა უნდა ქნას?! არ იშრომოს?! არ გაიზარდოს?! დრო ქეიფსა და დროსტარებაში, მხართეძოზე წოლაში, სექსაობაში, ლოგინში კოტრიალში, ცეკვა-თამაშში უნდა ატაროს?! პარტიების დიქტატურას დაუჭიროს მხარი და მეტი არაფერი?! გავკარი კარებთან ლაბორატორიაში ცხოვრებას და სათბურში გამოყვანილ არსებობას, თუ ჩემი ქვეყნის, შთამომავლობის მომავლის შექმნაში ისევ ნაცბოზბანდის, ევრო ნაცების, ქოცების და დანარჩენი ჯიბის პარტიების დიქტატურაში უნდა ვიცხოვროთ და ალტერნატივა არ გვექნა დაიქცევა ქვეყანა და საქართველოს გაქრება!
ეს კაცი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში იხილავს ჩვენ ყოფას, თავის თვალსაზრისს გვთავზობს, რომლის მოგვარება ქვეყნის ეკონომიური, საგოფაცხოვრებო, ფინანსური და თვითმყოფადი ცხოვრების საწინდარი უნდა გახდეს, რაც გლობალისტურ და ლიბერასტულ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება და რადგან ამას ეწინააღმდეგება, ამიტიმაც გვატარებენ გამყიდველი პოლიტიკური პარტიები, მისი ბნელიტა წლების მანძილზე მოჯადოებულ წრეზე ბოლო 30 წლის მანძილზე...
4 წლის უკან
Maverick აქვე, ვინც ქართული გრამატიკის ცოდნის გარეშე ეს ვირტუალური, შემოთავაზებული სავარაუდი სიტყვები უცხო ენის “ღრმა” ცოდნით გადმოიღეთ გთხოვთ დახვეწოთ, რომ საბოლოოდ გრამატიკულ აბდაუბდაში არ გაგვხვიოთ!!!
4 წლის უკან
Maverick GeorgeGot-ს რა არ მოგეწონათ?!
საქართველო სამწუხაროდ არ არის მსოფლიოს ჭიპი, რომ ყველა სახელმწიფომ მხოლოდ მასზე იმუშაოს, მაშინ ქართველმა ერმა რა უნდა ქნას?! არ იშრომოს?! არ გაიზარდოს?! დრო ქეიფსა და დროსტარებაში, მხართეძოზე წოლაში, სექსაობაში, ლოგინში კოტრიალში, ცეკვა-თამაშში უნდა ატაროს?! პარტიების დიქტატურას დაუჭიროს მხარი და მეტი არაფერი?! გავკარი ვირტუალურ ლაბორატორიაში ასეთ ცხოვრებას და სათბურში გამოყვანილ არსებობას, თუ ჩემი ქვეყნის, შთამომავლობის მომავლის შექმნაში ისევ ნაცბოზბანდის, ევრო ნაცების, ქოცების და დანარჩენი ჯიბის პარტიების დიქტატურაში უნდა ვიცხოვრო და თუ ალტერნატივა არ გვექნა პარტიულობის ეგიდით!
ასე დაიქცევა ქვეყანა და საქართველოც გაქრება!...
ეს კაცი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში იხილავს ჩვენ ყოფას, თავის თვალსაზრისს გვთავზობს, რომლის მოგვარება ქვეყნის ეკონომიური, საგოფაცხოვრებო, ფინანსური და თვითმყოფადი ცხოვრების საწინდარი უნდა გახდეს, რაც გლობალისტურ და ლიბერასტულ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება და რადგან ამას ეწინააღმდეგება, ამიტიმაც გვატარებენ გამყიდველი პოლიტიკური პარტიები, მისი ბნელიტა წლების მანძილზე მოჯადოებულ წრეზე ბოლო 30 წლის მანძილზე...
4 წლის უკან
DDDzia ქვეყანას არ აქვს იდეოლოგია. არ შეიძლება, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს იდოელოგია. მარტო მართლმადიდებლობაც ვერ წყვეტს სახელმწოფო იდეოლოგიის პრობლემას. არ ვიცით საით მივდივართ და რა გვინდა. მასმედია მუშაობს დაკვეთით, სიმართლე და პატიოსნება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, ისიც მხოლოდ ეკლესიებში. განათლების დონე კიდევ როდემდე უნდა შემცირდეს, უკვე ძნელია წარმოსადგენად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძლევა რეკომენდაციებს, შემცირდეს განათლების დონე (МВФ рекомендовал России снизить уровень грамотности в стране ბმული და ბმული /> რა შეიძლება იყოს შემდგომ?
არაფერი.
თაობა, რომელიც ამ პერიოდში გაიზარდა, ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას. ადამიანი, რომლის დიდი ფულებიც იმ ქვეყანაში ინახება, რომელმაც ის უსტაბაშად დანიშნა, ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას. ქვეყნის დღევანდელი ელიტა, რომელიც ბო-ზი ქალივით ათას პარტიაზეა გადამხტარი, რომელმაც მუშაობა არ იცის და მუშაობა არ შეუძლია, ვერ მართავს ქვეყანას.
უბედურება ისაა, რომ ყველა, ვინც ეროვნულს აწვება, მაშინვე გამარგინალდება. ღვარად წამოვა წერილები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან. აეკრძალება ნებისმიერი კონტაქტები ოკუპანტთან და ა.შ.
ამას ბოლო არ უჩანს და დღეს უკვე ეჭვი მეპარება, რომ ამას ჩვენ ჩვენი ძალებით შევძლებთ. ჩვენ ჩვენით ვეღარ ამოვძვრებით ამ ღრმა ხაროდან, რომელშიც ჩვენი დაუდევრობით, უგერგილობით, ზოგიერთების უსვინდისობით აღმოვჩნდით.
იმედია ისევ უფალი თუ დაიფარავს ამ საცოდავ ქვეყანას. თუმცა ახლა ამის იმედიც აღარ მაქვს.
ჩვენი პარტნიორების და მათი საქმიანობის შემყურე, შეუძლებელია რამე კარგის იმედი გქონდეს მათგან ( ბმული მათ მხოლოდ თავისი ინტრესები აქვთ. ჩვენ სახარჯო მასალად ვჭირდებით. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ხახოლებიც. არც მათ აქვთ არავითარი მომავალი. უარესიც, იქ შეიძლება სიტუაცის უფრო სასტიკად განვითარდეს.
და ეს ყველაფერი მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორის გამოისობით.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli Maverik შენ გაგიგონია გოტები, გოტების მოძრაობა?! ჰოდა ცოტა ფრთხილად იყავი! )))
4 წლის უკან
Maverick Aburjga Tasmanieli, მაგ მოძრაობის გამო (შენი არ იყოს) მეც თვითმფრინავის ბილეთი უნდა ავიღო და გავქრე?!
4 წლის უკან
trampi მამუკა მდინარაძე კონგრესმენების წერილებზე - ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება და ინტენსიური კომუნიკაციის დროს ამაზე ბევრი საუბარი, ბევრი კამათი გვექნება

ბებერი ქუნემ და კარები მერეღა დაკეტესო
რაღა დროს ეგ თქვენი თავის მართლება???...... დაგვიანებულია დაგვიანებული......იმართლეთ ეხლა თავი სპილოები არა ვააართ--თქო
.დაგასწრეს დაგასწრეს......ტყუილია თუ მარტალი, ეხლა მნიშვნელობა აღარ აააქვს
ეხლა მხოლოდ ქართველ ხალხს-ღა შეუძლია თქვენი გადარჩენა თორემ თქვენ ნაცებისაგან უკვე წირვა გაქვთ გამოყვანილი (ღირსებიცა ხართ...დოყლაპიები )
ნაცებს უკვე ყველანი განაწილებულები ყევხართ---- ამას შეწვა ... იმას მოხარშვაო
ხალხს კიდევ გარნირად მიგვაყოლებენ...
და დემოკრატიაც აჩუხხხხხხჩუხდება ......
4 წლის უკან