ინგრედიენტები
სპაგეტი - 250 გ
რძე - 300 მლ
კვერცხი - 2-3 ცალი
ყველი - 150 გ
მარილი და პილპილი
პამიდორი - 2 ცალი
ბეკონი - 2-4 ფირფიტა
მომზადების წესები
კვერცხი და რძე ერთად ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რომელიმე სასურველი სუნელი. შეურიეთ გახეხილი ყველის 2/3 ნაწილი.
სპაგეტი სანახევროდ მოხარშეთ მარილიან წყალში და გადაწურეთ. პომიდვრის ნაწილი კუბიკებად დაჭერით, ნაწილი რგოლებად.
ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ზეთი. კუბებად დაჭრილი პაომიდორი შეურიეთ სპაგეტის და გადაიტანეთ ფორმაში. მოასხით კვერცხიანი ნარევი და კიდევ ერთხელ ფორმაშივე კარგად ამოურიეთ, რომ ყველი ყველგან თანაბრად განაწილდეს. ზემოდან დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და ბეკონის ფირფიტები. შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში სანამ ყველი გადნება. მზა ღვეზელს ბოლოს მოაყარეთ მწვანე ხახვი ან ოხრახუში.