სამეფო მობრაწულა კარტოფილითა და ღორის ხორცით

სამეფო მობრაწულა კარტოფილითა და ღორის ხორცით

ინგრედიენტები

კარტოფილი - 800 გ

ღორის ხორცი - 400 გ

ხახვი - 1 თავი

მაგარი სახეობის ყველი - 200 გ

მდოგვი - 1 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

კამა - მოსაყრელად

ზეთი - ფორმაზე წასასმელად

არაჟანი - 100 გ

მომზადების წესები

გარეცხეთ ღორის ხორცი, შეამშრალეთ ქაღლდის ხელსახოცით, დაჭერით საშუალო სისქის ნაჭრებად. ოდნავ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

წაუსვით ცეცხლგამძლე ფორმას ზეთი, დაალაგეთ მასზე ხორცი ერთ ფენად ისე, რომ ხორცის ნაჭრები საკმაოდ მჭიდროთ იყოს ერთმანეთთან. წაუსვით ხორცს მდოგვი, ზემოდან მოაყარეთ თხელ წრეებად დაჭრილი ხახვი.

გაფქვენით კარტოფილი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. გაანაწილეთ ხორცზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე გახეხილი ყველი. სულ ზემოდან გაანაწილეთ არაჟანი.

ფორმას გადააკარით ფოლგა და მოათავსეთ 30 წუთით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და დაბრაწეთ 15 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი კამა.