საფრანგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შეასახებ AFP წერს. ასევე ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ანიეს ბიუზენზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV ავრცელებს. კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი მკურნალობას ბორდოში, მეორე კი პარიზში გადის.
გამოცემის ცნობით, ეს არის კორონავირუსის პირველი შემთხვევები ევროპაში.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პირველი პაციენტი 48 წლისა, რომლიც საფრანგეთში უხანის გავლით ჩავიდა. მას ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ კონტაქტი დაახლოებით 10 ადამიანთან ჰქონდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.