თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 18-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ასობით დაშავებულის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. თურქეთის ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 60 ე.წ. აფტერშოკი დაფიქსირდა.
თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.