ავსტრალიის ქალაქ მელბურნში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაავადებული 50 წელს გადაცილებული ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ქალაქ უხანიდან ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. ახლა ის მელბურნის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განგაშის საბაბი არ არსებობს. ამის მიუხედავად, მელბურნის ბევრ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. დაავადებას უკვე 41 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.