„ივანიშვილი არ უნდა წავიდეს, რადგან ივანიშვილია გარანტი და მათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, ვინც აქ დარჩება“…

„ივანიშვილი არ უნდა წავიდეს, რადგან ივანიშვილია გარანტი და მათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, ვინც აქ დარჩება“…

ბრიუსელი და ვაშინგტონი კრიტიკას არ იშურებენ მმართველი გუნდის მიმართ. ევროპარლამენტარებს კითხვები უჩნდებათ, არის თუ არა საქართველოში გასაოცარი დემოკრატია და გვაქვს თუ არა ჩვენ მომავალი ევროპაში. ოთხი ამერიკელი კონგრესმენი საგანგებო წერილს უგზავნის გიორგი გახარიას საქართველოში პოლიტიკური დევნისა და ეკონომიკური მდგომარეობის ვარდნის შესახებ.

ხელისუფლებაში თავს იმშვიდებენ, რომ კონგრესმენების წერილზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. დავით ზალკალიანი 4 კონგრესმენს ემდურის და აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ხელისუფლებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს. გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა-გამოცვლაა.

რატომ გამძაფრდა ტონი ამერიკიდან და ევროპიდან „ქართული ოცნების“ მიმართ?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ევროპარლამენტარების კრიტიკა, კონგრესმენების წერილი... როგორ ფიქრობთ, კონგრესმენები ამ ბოლო დროს უკეთ ერკვევიან, რა ხდება საქართველოში და აქამდე ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდათ, თუკარგად იმუშავეს“ „ნაციონალებმა?“

- ცალკეულ კრიტიკაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს. პრობლემა სისტემურია. ფაქტობრივად, შეერთებულ შტატებში, ევროპაში, მთლიანად დასავლეთში ყალიბდება გარკვეული წარმოდგენა საქართველოში მმართველობით სისტემაზე და ეს წარმოდგენა მკვეთრად ნეგატიურია, იმდენად ნეგატიური, რომ ამას შეიძლება ძალზე შორს მიმავალი დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ცალკეული ეპიზოდები, ერთი კონგრესმენის თუ ორი კონგრესმენის ნათქვამი, რადგან იმ კონგრესში მარტო ოთხი-ხუთი ადამიანი თუ იპოვის საქართველოს რუკაზე. ზუსტად ეს ადამიანები აყალიბებდნენ, საბოლოო ჯამში, ამერიკულ პოლიტიკას, სხვა კონგრესმენებს საერთოდ არ აინტერესებდათ ეს საკითხი, მათ საქართველოზე წარმოდგენა ექმნებოდათ ზუსტად ამ კონგრესმენების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან საკუთარი აზრი უბრალოდ არ ჰქონდათ.

რამდენად ობიექტურია ეს კრიტიკა?

- შეიძლება, იქ რაღაც იყოს საკამათო, თუნდაც იმავე „ფრონტერას“ ეპიზოდი, მაგრამ ის, რომ პროპორციული არჩევნები ეს იყო ვირეშმაკულად გათამაშებული პროვინციული სპექტაკლი ხელისუფლების მხრიდან, აქ რაიმე საკამათოა?! თუნდაც კომპრომეტირებული სასამართლოს სისტემის ფორმირება მოგონილი თემაა, თუ რეალურად არსებობს? აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც დეტალებზე ვიკამათოთ, მაგრამ, საერთო ჯამში, მოცემულობა არის ის, რაც ჩვენ ვიცოდით საქართველოში, გაიგო დასავლეთმაც. არაფერი დამალული არ არის, არც ერთ ხელისუფალს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მღვრიე წყალში მუდმივად დაიჭერს თევზს. ყველამ დასკვნები უნდა გააკეთოს. თუნდაც „The Economist“-ი ავიღოთ, სადაც დემოკრატიის ინდექსი გამოქვეყნდა. ირკვევა, რომ დემოკრატიის ხარისხის ინდექსით სომხეთმა გაგვასწრო, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ძალიან ბევრი პარამეტრით დღეს დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარება უარესია, ვიდრე 2012 წელს, რის გამოც ხელისუფლებიდან გავუშვით, თუ გავაგდეთ სააკაშვილი. ამ მოცემულობაში ხელისუფლება ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, რომ ორი კონგრესმენი რაღაცას ამბობს და თურმე რა მოხდა, თურმე ევროპარლამენტში პასუხის გაცემა გვინდოდა და პასუხი არ გაგვაცემინეს. ერთი ძალიან მაინტერესებს, რა ჰქონდათ საპასუხო ხუნდაძის ამბოხების ეპიზოდზე? მორიგი ტყუილი უნდა ეთქვათ? იმის ილუზია ჰქონდათ, მათ მორიგ ტყუილს ვინმე დაიჯერებდა? კიდევ კარგი, არაფერი არ თქვეს.

შესაძლოა, ხელისუფლება ფიქრობდეს, რომ სუსტი კანდიდატურები გაგზავნეს თავის სამართლებლად ევროპაში, თუნდაც იგივე კახა კუჭავა?

- ძლიერი ვინ უნდა გაეგზავნათ? უნდა გაეგზავნათ აფერისტი, რომელიც დაარწმუნებდა ევროპელ დეპუტატებს, რომ ხუნდაძე მართლა ამბოხდა? როგორი დიდი თაღლითიც არ უნდა გაეგზავნათ, დამერწმუნეთ, ამას არავინ დაიჯერებდა.

საინტერესოა, სად არიან ევროპარლამენტშიქართული ოცნებისდამცველები? როგორც ცნობილია, „ევროპის სახალხო პარტიაითვლებოდანაცებისდამცველად, ხოლოოცნებასევროპელისოციალ-დემოკრატებიჰყავდა პარტიონებად, მაგრამ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საკუთარმა მომხრე ევროპელმამწვანეებმაცკიუღალატესდა კრიტიკული ნიშანი უჩვენესქოცებს“.

- პოლიტიკა არ განისაზღვრება პირადი ერთგულებით. ახლა იმასაც ამბობენ, რომ ვიღაცებმა თითქოს უღალატეს ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილს კი არ უღალატეს, ვინც წამოვიდნენ იქიდან, არამედ ივანიშვილმა უღალატა იმ ფასეულობათა სისტემას, რისთვისაც თუნდაც მე და ის სხვა გზაზე აღმოვჩნდით. პოლიტიკაში პირადი ერთგულება არაფერს ნიშნავს, პოლიტიკაში მთავარია ფასეულობათა ერთგულება და, ვინც იმ ფასეულობებიდან გადაუხვევს, ის არის მოღალატე. ევროპელმა „მწვანეებმაც“ კი არ უღალატეს, არამედ მათ უყურეს, უყურეს სიტუაციას და დაინახეს, რომ რაღაც ვერ არის მაინცდამაინც კარგად საქართველოში. რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ ჩვენთან დღეს დამყარებულია ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი, რაც 21-ე საუკუნეში საერთოდ ანაქრონიზმია? ავტორიტარული მმართველობების ქვეყნები არსებობენ, მაგრამ თან ავტორიტარიზმი იყოს და თან კიდევ ჩრდილიდან არაინსტიტუციური პირის მხრიდან იმართოს ქვეყანა, ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ ხდება. ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა დარჩა საქართველო, სადაც ჯერ კიდევ ასეთი მმართველობა გრძელდება. იყო მოლდოვა და პლახატნიუკს რაც მოუვიდა, ყველამ ვიცით.

ამ შემთხვევაში, „სი-ენ-ენ“-ის მთავარი პოლიტიკური შოუს წამყვან კრისტიან ამანპურის გულისხმობთ, რომლის გადაცემაშიც ჩრდილოვანი დიქტატურა ახსენეს და პუტინის გეგმები ივანიშვილის პოზიციას შეადარეს?

- დიახ. თანაც, ისტორიული ანალოგია არც ვიცით, როდესაც მთელ საზოგადოებას ჰპირდება, რომ პროპორციული არჩევნები შედგება 2020 წელს და მერე ძალიან უხეში ფორმით აგდებს საზოგადოებას, მტერსაც და მოყვარესაც. უნდათ, ხელი შეახოცონ ვინმე ხუნდაძეს, რომელსაც ხუთჯერ ხმა არ ამოუღია. პრობლემაა ის, რომ ჩვენი საზოგადოების გადაგდებას არ თაკილობენ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, რა ფორმით აკეთებენ ამას? შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, ვირეშმაკულ პროვინციულ სპექტაკს უდგამენ და ცდილობენ, ეს ვირეშმაკობა შეაჭამონ. ცხადია, დასავლეთშიც ეს თემა გახდა ფუნდამენტური, რადგან, მოგეხსენებათ, არჩევნები ეს არის დასავლეთისთვის მთავარი წითელი ხაზი. შეიძლება ბევრი მიმართულებით ხარვეზი აიტანოს დასავლეთმა, იმავე დემოკრატიის ნაკლებობის მხრივ თვალი დახუჭოს, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები მათთვის უმნიშვნელოვანესია.

რა გადაარჩენსქართული ოცნებისიმიჯს დასავლეთის თვალში, თუკი ეს პროცესი დაგვიანებული არ არის?

- მე ვფიქრობ, „ოცნების“ იმიჯს გადაარჩენს ის, რომ, პირველი, უნდა დამთავრდეს ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი. ეს იმ გზით კი არ უნდა მოხდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს, ივანიშვილი არ უნდა წავიდეს, რადგან ივანიშვილია მაინც გარანტი და მათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, ვინც აქ დარჩება. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის ინსტიტუციონალიზაცია, ის გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციურ ადგილზე უნდა დაბრუნდეს, უნდა გაპრემიერდეს და პრემიერის რანგში გახდეს გარანტი დემოკრატიული კონკურენტული არჩევნების ჩატარებისა ოქტომბერში.

სხვათა შორის, თქვენ არაერთხელ თქვით ამის შესახებ და შესაძლოა, ეს იდეა განხორციელდეს კიდეც თებერვლის დასაწყისში და ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად, მაგრამ რა ვუყოთ იმ გარემოებას, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არაკომფორტულად გრძნობს თავს? ეს ხომ მისთვის მნიშვნელოვანი მინუსია?

- მე არ ვიტყოდი, რომ ის პოლიტიკაში არაკომფორტულად გრძნობს თავს. მას უნდა ძალაუფლება და ეს ფაქტია. თუ ადამიანს არ უნდა, ძალით თავს ვერავინ მოახვევს ძალაუფლებას. მას უნდა ძალაუფლება, მაგრამ უნდა ისე, რომ თან პასუხისმგებლობა არაფერზე აიღოს და თან კულისებიდან მართოს. ასე არ გამოვა. ერთადერთი არაკომფორტული ნაბიჯის გადადგმა მას მოუწევს და ეს არის საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა. თუ მან არ გადადგა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმის გამო, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა არ ეთმობა, მაშინ რა გამოდის? თვითონ არ სჯერა ჩვენი ქვეყნის? რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება“, უბრალოდ, არ არსებობს. ივანიშვილის გარეშე ვინმეს წარმოუდგენია „ქართული ოცნება?“ ასე რომ, მისი ისტორიული მისია ამ ეტაპზე არის ის, რომ ოქტომბერში ჩაატაროს ღირსეული არჩევნები. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილს ამის გამო ბევრ რამეს აპატიებენ და არ შეექმნება სხვა ტიპის პრობლემები. ყველა სხვა სცენარი მისთვის მკვეთრად ნეგატიურია.

         

 

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli არა, არა, არა.... არა მეთქი პროპორციულ არჩევნებს! არა პარტოკრატიას, არა...! არა თაღლით პარტიულ ფუნქციონერების განუკითხავ პარპაშს საქართველოში, არა! პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე უნდა დაწესდეს 25-30 წლიანი მორატორიუმი, სანამ ამ თახსირ პოლიტიკაში უკანასკნელ მონაწილესაც არ გაიყვანს გაღმა მიქელ-გაბრიელი! გაუმარჯოს საერთო სახალხო ეროვნულ სახელმწიფო მშენებლობას. ყველა ოპიროვნება არჩეული უნდა იყოს მისი პირადი თვისებებისა და სამშობლოს წინაშე დამსახურების მიხედვით! !! მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები!
4 წლის უკან
Maverick Aburjga Tasmanieli, 100%-ით გეთანხმები!
გახსოვ ალბათ ჩიჩილაკის შემოქმედებით ნაყოფს კონსტუტუცია ვუწოდე!
4 წლის უკან
არაგველი641 მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები!
4 წლის უკან
trampi კაია რომ სინამდვილე იცი ......
აკი ბიძო..... ესეო........ ისეო???
24 სააათი ბიძოს მეც ვლანძღავ, მაგრამ ლანძღვაში შხამი არ მირევია .
..სუ დდდდპპპპპჭს ვაგინებ მაგრამ კახურად......................... მოფერებით ......
4 წლის უკან