ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.