ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა. BBC-ის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

24 იანვარს ქალაქ უჰანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა, „განსაკუთრებული მიზეზების“ გარეშე, ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ჰუან-განში შესვლასა და გადაადგილებაზეც.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.