აშშ-ის ქალაქ სიეტლში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პაიკ-პლეის-მარკეტთან მოხდა.
თავდამსხმელმა, სულ მცირე, 10-ჯერ გაისროლა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 5 ადამიანი. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მას პოლიცია ეძებს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.