ინგრედიენტები
ნაღები - 1 1/2 ჭიქა
შოკოლადის დროპსები - 3 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი ამოსავლებად
მომზადების წესები
დადგით ცეცხლე ნაღები, რომ გაცხელდება, ჩაყარეთ შოკოლადის დროპსები და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გადაიტანეთ მიღებული მასა სილიკონის ან სხვა ღრმა ფორმაში. მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
როცა მასა კარგად გამაგრდება, გამოიღეთ. გააკეთეთ მისგან ბურთები, ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში.
სურვილისამებრ შეგიძლიათ ამოავლოთ დაჭრილ ნიგოზსა ან სხვა თხილეულში.
კლასიკური ტრიუფელები მზად არის.