მიშუსტინის მთავრობაში საგარეო უწყებას კვლავ ლავროვი უხელმძღვანელებს

მიშუსტინის მთავრობაში საგარეო უწყებას კვლავ ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც მას ახალმა პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

პირველ ვიცეპრემიერად ანდრეი ბელოუსოვი, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად კი დიმიტრი გრიგორენკო დაინიშნა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მას კვლავ 69 წლის სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოსტს 2004 წლიდან იკავებს.

რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს 383-მავე დეპუტატმა ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინი 16 იანვარს დაამტკიცა.