ჩინეთში ახალი უცნობი ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასევე გაზრდილია ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაც - ბოლო მონაცემებით 440 შემთხვევაა დადასტურებული.
ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში, ასევე ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შია. ვირუსი, რომელიც ცნობილია ასევე როგორც 2019-nCOV, კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც აქამდე აღმოჩენილი არ იყო. ინფექციის ნიშნები მოიცავს რესპირატორულ სიმპტომებს, ცხელებას, ხველას, ქოშინს და სუნთქვის გაძნელებას.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.