ინგრედიენტები
კარაქი - 150 გ
შაქარი - 250 გ
კვერცხი - 3 ცალი, მოზრდილი
ვანილი
მარილი
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 400 გ
ნუში - 2/3 ჭიქა
შოკოლადის დროპსები - 2/3 ჭიქა
მომზადების წესები
შაქარი და ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი ავთქვიფოთ კრემოვან მასამდე. დავუმატოთ კვერცხი. ცალკე ჯამში გავცრათ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შევურიოთ ბისკვიტის მასას. ბოლოს დავუმატოთ შოკოლადი და ნუში.
ცომი დავდოთ ღუმლის ტაფაზე, მივცეთ მოგრძო ფორმა და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ. შემდეგ გამოვიღოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 20 წთ. რომ კარგად გაიხუხოს.