აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოკვლის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ამირ მუჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მალვი ალ-სალბი გახდა. ამის შესახებ სპეცსამსახურებში თავის წყაროებზე დაყრდნობით Guardian-ი წერს.
ალ-სალბი, რომელიც ჰაჯი აბდულასა და აბდულა კადაშის სახელებითაა ცნობილი, დაჯგუფების ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა. ის ერაყში დაიბადა, წარმოშობით კინ თურქმენია.
სპეცსამსახურის მონაცემებით, ალ-სალბი მოსულის უნივერისტეტში სწავლობდა. ამასთან, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა.
2004 წელს ის ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს და ერაყის ერთ-ერთ ციხეში მოათავსეს, სადაც ალ-სალბიმ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გაიცნო.