ჩინეთის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტ მენ ჰუნვეის დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის 13,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჰუვეის ასევე 290 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის სექტემბერში ჩავიდა ჩინეთში, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მენ ჰუნვეი კორუფციის ბრალდებით დააკავა.
2019 წლის მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეს სასამართლო განიხილავდა. ივნისში, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მენ ჰუნვეიმ დიდი რაოდენობით ქრთამის აღება აღიარა.
2018 წლის ნოემბერში ინტერპოლის ხელმძღვანელი კიმ ჩონ იანი გახდა.