ამგვარი კექსი კარგი საუზმეულია, ასევე ძალიან პრაქტიკულია პიკნიკზე წასაღებად.
ინგრედიენტები
ქამა სოკო - 5-6 ცალი
ზეთისხილი, უკურკო - 1 ჭიქა
შებოლილი სულგუნი - 1 ჭიქა (დაჭრილი)
ზეთი - 150 მლ
კვერცხი - 4 ცალი
ფქვილი - 300 გ
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა ან სოდა ძმრით (0,5 ჩ/კ )
მარილი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები
ზეთისხილი, სოკო და სულგუნი დავჭრათ და ავურიოთ.
კვერცხი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე, ზეთი და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. შევურიოთ დაჭრილი ინგრედიენტები, მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.