უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც სააგენტო წერს, ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ოლექსი გონჩარუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თითქოსდა გონჩარუკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკური პროცესები პრიმიტიულად ესმის. გონჩარუკი პრემიერის თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა.