ბრაზილიის კულტურის მინისტრის მოადგილე რობერტუ ალვიმი, რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ციტირებდა, თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა ვიდეორგოლი ხელოვნების დარგში ახალი პრემიის შესახებ. ალვიმი გებელსის რამდენიმე განცხადებას სიტყვასიტყვით იმეორებს. პრესაში აგორებული სკანდალის შემდეგ ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, როდრიგუ მაიამ ალვიმის გადადგომა მოითხოვა.
თავად მინისტრის მოადგილე მომხდარს „რიტორიკული დამთხვევით“ ხსნიდა, თუმცა მოგვიანებით თანამდებობის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა და ებრაულ თემს ბოდიში მოუხადა.