ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
წყალდიდობისგან დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსის და ქუინსლენდის შტატები, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.
ქუინსლენდში წყალდიდობამ გამო მთავარი მაგისტრალები ჩახერგა, ახალ სამხრეთ უელსში კი მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ არსებული ხანძრის 100 კერიდან ახლა მხოლოდ 75-ია აქტიური.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. გადარჩენილების დასახმარებლად მთავრობა საკვებს ვერტმფრენებიდან აგდებს.
ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყანაში საჯარო გამოძიება ჩატარდება. ძლიერი დაკვამლიანების მიუხედავად, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჩოგბურთელებს პრობლემები შეუქმნა, ქვეყანა Aუსტრალიან Oპენ-ის გადადებას არ აპირებს.