ინგრედიენტები
ცომი:
რძე - 3 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - 2 ჭიქა
მჭადის ფქვილი - 3 ჭიქა
მარილი - 3 ჩ/კ
გამაფხვიერებელი - 3 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
გამდნარი კარაქი - 10 ს/კ
ხორცის გულსართისთვის:
ხახვი - 1 თავი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
შერეული ფარში - 300 გ
მარილი - 1 ს/კ
შავი პილპილი - 2 ჩ/კ
პაპრიკა - 2 ჩ/კ
ნივრის ფხვნილი - 2 ჩ/კ
დაფქული ჩილი - 2 ჩ/კ
კვლიავი - 2 ჩ/კ
დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 1 ქილა
გახეხილი ყველის მიქსი - 1 ჭიქა (სასურველია, პარმეზანი და ჩედარი.
მომზადების წესები
თავდაპირველად მოამზადეთ ცომი: ამისათვის რძეში ათქვიფეთ კვერცხი, ცალკე ჯამში ჩაყარეთ ჯერ ჩვეულებრივი ფქვილი, შემდეგ დაუმატეთ მჭადის ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი, აურიეთ და ჩაასხით რძისა და კვერცხის მასა, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაუმატეთ გამდნარი კარაქი, კვლავ კარგად აურიეთ.
გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოასხით კულინარიული სპრეი ან წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, ჩაასხით ცომი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.
ამასობაში მოამზადეთ გულსართი: ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ ხორცის ფარში და გააგრძელეთ მოთუშვა.
როგორც კი ხორცი გაფერმკრთალდება და წვენს გამოუშვებს, დაუმატეთ მარილი, პილპილი, პაპრიკა, ნივრის ფხვნილი, ჩილი, კვლიავი, აურიეთ და დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი. თუშეთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი ღვეზელი გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ რამდენიმე ადგილას ფართო ნასვრეტები (მაგალითად, ხელის ზამბარის უკანა მხარით), გადაიტანეთ ზემოდან ხორცის ფარშის გულსართი, მოაყარეთ გახეხილი ყველის მიქსი და შედგით ღუმელში კიდევ ერთი 5 წუთით.