ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი - 2 ფირფიტა
გულსართი:
კრემ-ყველი - 1/4 ჭიქა
შაქარი - 2 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
ჟოლო - 1/3 ჭიქა
შავი მოცხარი - 1/3 ჭიქა
ლიმონის წვენი - 1/2 ს/კ
ლიმონის ცედრა - 1/2 ჩ/კ
ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი - 1/4 ჭიქა
ბანანი - 1 ცალი
მარწყვი - 1/2 ჭიქა
ვაშლი - 1/2 ცალი
ყავისფერი შაქარი - 1 ს/კ
დარიჩინი - 1/8 ჩ/კ
გათქვეფილი კვერცხი - წასასმელად
მინანქარი:
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
რძე - 1 ს/კ
ვანილი - 1/4 ჩ/კ
მომზადების წესები
გაშალეთ ორივე ფენოვანი ცომის ფირფიტა და ოდნავ გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.
მოამზადეთ გულსართები: ათქვიფეთ კრემ-ყველი, 1 ს/კ შაქარი და ვანილის ექსტრაქტი ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებემდე.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ ჟოლო და ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ შავი მოცხარი, 1 ს/კ შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა, აურიეთ.
ახლა გაანაწილეთ ცომის ერთ ფირფიტაზე 6 გულსართი წარმოსახვით კვადრატებზე: ჯერ გაანაწილეთ ჟოლოსა და მოცხარის გულსართი, შემდეგ "კვადრატზე" წაუსვით შოკოლადის კრემი და დაალაგეთ ზემოდან დაჭრილი ბანანი, შემდეგ "კვადრატზე" გაანაწილეთ კრემ-ყველი და მოაყარეთ დაჭრილი მარწყვი, შემდეგზე - თხლად დაჭრილი ვაშლის ფირფიტები, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და ცოტა დარიჩინი.
ქვედა 4 "კვადრატში" გაიმეორეთ გულსართები იგივე თანამიმდევრობით. გათქვეფილი კვერცხით, კულინარიული ფუნჯის მეშვეობით გამოყავით კვადრატები და დააფინეთ ცომის მეორე ფირფიტა. გააკეთეთ ცომის ზემოდან თითებით ჩაღრმავებები, შეუწებეთ კიდეები და პიცის საჭრელით ჩაჭერით (ოღონდ არა ბოლომდე) ცომი კვადრატების მიხედვით. ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ ცომი, რათა გამოუშვას ჰაერი, გადაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრას დაუმატეთ რძე და ვანილი, აურიეთ კარგად ჩანგლით და მოასხით გამომცხვარ ღვეზელს კულინარიული ტომრის მეშვეობით!