აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პროცესი ბრალის ხმამაღლა წაკითხვით დაიწყო. იტყობინება BBC.
ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ბრალდებას ადამ შიფი ხელმძღვანელობს.
ბრალმდებელთა შვიდკაციან სიაში არიან იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ჯერი ნადლერი და სხვადასხვა კომიტეტის წევრები: ჰაკიმ ჯეფრისი, ზოი ლოფგრენი, ჯეისონი ქროუ, ველ დემინგსი და სილვია გარსია.
15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა.
მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.