უკრაინის პრემიერმინისტრმა, ოლექსი გონჩარუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ გონჩარუკი Facebook-ზე წერს.
„თანამდებობაზე იმისთვის მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის გახსნილობის და წესიერების მაგალითია. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მისდამი პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით ეჭვები გავაქარწყლო, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე და პარლამენტში ამ საკითხის დასმა ვთხოვე.
უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტს უპრეცედენტო ნდობა გამოუცხადა. მას აქვს სრული უფლება, შეაფასოს თავისი გუნდის თითოეული წევრის მუშაობის ეფექტურობა“, - წერს გონჩარუკი.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თითქოსდა გონჩარუკი ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკური პროცესები პრიმიტიულად ესმის. გონჩარუკი პრემიერის თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტო დაინიშნა.