იდლიბში ავიადარტყმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

იდლიბში ავიადარტყმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშს 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

BBC-ის ცნობით, ავიადარტყმები ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციის რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა.

სირიის მთავრობამ რუსეთის მხარდაჭერით ავიაიერიშები თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 2 დღის შემდეგ განაახლა. კვირას ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ბაშარ ასადსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის გაფორმდა.