კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადასცა

კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადასცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კენჭისყრაზე საქმის სენატში გადაცემას მხარი 228 კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 193 აღმოჩნდა.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ სენატში იმპიჩმენტის პროცესზე ბრალდების მხარეს დემოკრატი ადამ შიფი უხელმძღვანელებს. მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.