კატალონიის ქალაქ ტარაგონაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
Euronews-ის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარის გამო ახლომდებარე რაიონებში სატრანსპორტო მიმოსვლა დროებით შეწყდა. მოსახლეობას ხელისუფლებამ დროებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.