BBC: ცივი ომის წლებში ბრიტანეთის მთავრობა სააგენტო Reuters-ს ფარულად აფინანსებდა

BBC: ცივი ომის წლებში ბრიტანეთის მთავრობა სააგენტო Reuters-ს ფარულად აფინანსებდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 60-იან და 70-იან წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების (ეს განყოფილება პასუხს აგებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდაზე და ბრიტანულ დაზვერვასთან იყო დაკავშირებული) დავალებით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს საიდუმლოდ აფინანსებდა.

ისტორიული დოკუმენტების თანხამად, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაასაჯაროვა, თანხები იხარჯებოდა სააგენტოს მუშაობაზე ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში.

როგორც BBC წერს, ბრიტანელი დიპლომატები პოლიტიკურად არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში შეშფოთებულები იყვნენ „მტრული ან ნახევრადმტრული“ სააგენტოების გავლენის გამო. საუბარია ეგვიპტურ Middle East News Agency-ზე, საბჭოურ ТАСС-სა და ფრანგულ Agence France-Press-ზეც კი. თავის მხრივ, ღეუტერს-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ახალი ოფისის გასახსნელად სუბსიდიები სჭირდებოდა.

იმ დროისთვის ლათინურ ამერიკაში მუშაობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას Reuters-ისთვის ყალბი კომპანიის მეშვეობით საიდუმლო სუბსიდიები უკვე გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა იგივე სქემის გამოყენება ახლო აღმოსავლეთში არ სურდა.

ამ კომპანიის წლიური ანგარიშები არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ამიტომაც შეიძლებოდა გაჩენილიყო კითხვები იმის შესახებ, რატომ არ იხურება ამ დრომდე ასეთი არამომგებიანი ორგანიზაცია.

ახალი სქემა ინფორმაციული კვლევების დეპარტამენტმა მოიფიქრა - ეს იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც სამინისტროს შიგნით 1948 წელს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომში მონაწილეობისთვის შეიქმნა.

ამ გეგმის თანახმად, 1969 წელს Reuters-ი დათანხმდა ოფისის გახსნას ახლო აღმოსავლეთში, ახალი ამბების მოსამზადებლად ინგლისურ და არაბულ ენებზე, რასაც ადგილობრივი მედიასაშუალებები დაეყრდნობოდნენ.

რათა სააგენტოს რეპუტაცია ღია სახელმწიფო დაფინანსებით არ შელახულიყო, გადაწყდა, რომ ის BBC-ისთან დაეკავშირებინათ. კერძოდ, ბრიტანულ მაუწყებელს Reuters-ის სიახლეების გამოწერისთვის თანხა უნდა გადაეხადა, შემდეგ კი კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეღო.

ინფორმაციული კვლევების დეპარტამენტში იაზრებდნენ, რომ ისინი სააგენტოს მასალებს პირდაპირ არ გააკონტროლებდნენ, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას განსაზღვრული „პოლიტიკური გავლენა“ ექნებოდა.