სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაშვებას ახორციელებდა, საწვავი დაღვარა.
CNN-ის ცნობით, საწვავი ადგილობრივი სკოლების ეზოებში დაიღვარა, რის შედეგადაც 60-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა ბავშვია. დაშავებულებს ძირითადად კანის დაზიანება და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.