საქართველოში „პოლიტიკური ოპონენტების“ დაპატიმრების გამო ნატოს გენერალური მდივნის მიერ გასულ კვირაში გამოთქმულმა შეშფოთებამ საინფორმაციო სივრცეში გადაფარა პრაღაში ჩატარებული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები. არადა, სწორედ 12 ნოემბერს მიღებულმა რეზოლუციამ დაუსვა წერტილი მრავალწლიან სპეკულაციებს თემაზე – სჭირდება თუ არა საქართველოს MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის) მექანიზმი ალიანსში შემდგომი ინტეგრაციისათვის.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ პრაღაში მიიღო 349-ე რეზოლუცია, რომლის ბოლო პუნქტი ალიანსში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად ალიანსის წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლების შენიშვნებისა, რაც გასულ კვირაში მთავარი განხილვის თემა იყო საქართველოში, - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მოუწოდეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს და საკანონმდებლო ორგანოებს, რათა განიხილონ საქართველოსათვის MAP-ის მინიჭების საკითხი, როგორც შემდგომი ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.
ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერია ალიანსის მინისტერიალის წინ, რომელიც 3-5 დეკემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. რეზოლუციაში ბევრად უფრო მეტი კონკრეტიკაა არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მიმართ ალიანსის დამოკიდებულება უცვლელია, არამედ ისაცაა ნათქვამი, თუ რა მექანიზმით უნდა გაგრძელდეს ინტეგრაცია. მოკლედ, შემდეგი ეტაპი MAP-ის მინიჭებაა და ეს, როგორც იქნა, გაირკვა, თუმცა სიცხადე ამით მთავრდება, რადგან უცნობია, თუ როდის შეიძლება კვლავ დადგეს დღის წესრიგში საქართველოსათვის ამ „ყბადაღებული“ MAP-ის მინიჭების საკითხი, რაზეც ქვეყანას ერთხელ უკვე უთხრეს უარი 2008 ის, რომ MAP-ის მიღება თუნდაც მომდევნო მინისტერიალზე არ მოხდება, ეს ყველამ იცის. მაგრამ ჩვენ რაღაც პროგრამა მაქსიმუმები და მინიმუმები გვაქვს დასახული და ამაზე ვმუშაობთ, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ MAP-საც მივიღებთ, დარწმუნებული ვართ, ე.წ. Accession Talk-შიც [ევროკავშირის გაწვერიანების პროგრამაში] გავწევრიანდებით...
სამიტზე. აღსანიშნავია, რომ ამ დონის პროგრამის მინიჭებას სჭირდება ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების თანხმობა. ნატოს შემდეგი სამიტის დღის წესრიგი კი ჯერჯერობით უცნობია. ამ ვითარებაში საქართველოს ახალი ხელისუფლება არ აპირებს საზოგადოებაში არარეალური მოლოდინების გაჩენას და წინასწარ რაიმე თარიღებზე საუბარსო, - უთხრა პრაღაში მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ რადიო თავისუფლებას.
„მაგრამ ვადებზე არასოდეს არ შეიძლება აპელირება და ცრუ მოლოდინების ამაღლება საკუთარი მოსახლეობისათვის. ახლაც ცდილობენ ისინი, მაგრამ ის, რომ MAP-ის მიღება თუნდაც მომდევნო მინისტერიალზე არ მოხდება, ეს ყველამ იცის. მაგრამ ჩვენ რაღაც პროგრამა მაქსიმუმები და მინიმუმები გვაქვს დასახული და ამაზე ვმუშაობთ, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ MAP-საც მივიღებთ, დარწმუნებული ვართ, ე.წ. Accession Talk-შიც [ევროკავშირის გაწვერიანების პროგრამაში] გავწევრიანდებით...“
როგორც ზემოთ ითქვა, პრაღის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს თემაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს MAP-ის მექანიზმი ალიანსში შემდგომი ინტეგრაციისათვის. არადა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაწვერიანების სამოქმედო პროგრამის არმიღებით გამოხატული წყენა რომ გადაეფარა, საქართველოს წინა ხელისუფლებამ მოიფიქრა ასეთი ფორმულა: ჩვენ მოგვცეს MAP-ზე უფრო მეტიც, რასაც მთელი 4 წელიწადი იმეორებდნენ.
მახსოვს, ზუსტად ამ გზავნილით ესტუმრა ზუსტად ორი წლის წინ, 2010 წლის 25 ნოემბერს საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას პრაღაში. შეიძლება ითქვას, რომ სტუმარი პირდაპირ ლისაბონიდან ჩამოვიდა, სადაც მაშინ ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა. „მორიგი“ ალბათ სხვა სახელმწიფოებისათვის იყო და არა საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელმაც ევროატლანტიკური კავშირის უმაღლესი დონის შეხვედრას „კიდევ ერთი დიპლომატიური წარმატება“ უწოდა. „ნატოში გაწევრიანებისათვის, ჩვენ ეს ყბადაღებული MAP-ი შესაძლოა აღარც კი დაგვჭირდესო“, - უფრო შორს წავიდა ლისაბონში მყოფისაქართველოს პრეზიდენტი. იმჟამინდელმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც კარგად იცოდა, რომ მთლად ასე მარტივადაც არ იყოს საქმე, ასე განმარტა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რადიო თავისუფლებასთან საუბარში:
„ჩვენ სწორედ ასე ვუყურებთ ამას, იმიტომ რომ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია და რითაც ჩვენ შეგვიძლია ნატოსთან ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციების გამართვა, ანუ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. ამას MAP-იც არ ითვალისწინებს. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე MAP-ი. და გვაქვს ე.წ. წლიური ნაციონალური პროგრამა, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სხვა არაფერია, თუ არა ერთადერთი და ძირითადი შემადგენელი ნაწილი MAP-ისა. ანუ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის გულის გასახარად, რაც მისცეს საქართველოს იმას არ ჰქვია MAP-ი, თორემ რელურად, შინაარსობრივად, ეს არის თავიდან ბოლომდე MAP-ი. იმიტომ, რომ მათემატიკური ფორმულით რომ ვთქვათ, MAP-ი უდრის წლიური ნაციონალური პროგრამა გამრავლებულიN-ზე. და N-ი არის წლების რაოდენობა და მეტი არაფერი. ანუ ყოველ წელს აკეთებ აი, ამ პროგრამის ფარგლებში შენს რეფორმებს და ეს არის MAP-ი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მოკლედ, ასეა თუ ისე, 12 ნოემბერს მათემატიკური გამოთვლებისა და სპეკულაციების პერიოდს წერტილი დაესვა. საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით გაირკვა, რომ MAP-ი არსად გამქრალა, იგი საქართველოსაც ისევე სჭირდება ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინას, მაკედონიას, ჩერნეგორიას თუ კოსოვოს. ნატოს ბრიუსელის მინისტერიალის წინ ასეთი რეზოლუცია კარგი წინაპირობაა, რომ კანონმდებელთა რეკომენდაცია საგარეო და თავდაცვის მინისტრებმაც გაამყარონ ხელმოწერით. მით უფრო, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველომ შეასრულა ის სამუშაო დავალება, რასაც მისგან მოითხოვდნენ ალიანსის წევრი ქვეყნები. დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც აღიარებს ნატოსა და ევროკავშირში გაწვერიანების უალტერნატივო საგარეო პოლიტიკურ კურსს. მაგრამ, როგორც მალე გაირკვა, ალიანსის მხრიდან თავი იჩინა ახალმა მოთხოვნებმა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ12 ნოემბერს მოუწოდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რათა თავი შეიკავოს „პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან“. რეზოლუციის კიდევ ერთი და უმთავრესი მოწოდება კი ახალ მთავრობას და პარლამენტს და მათთან ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს განეკუთვნება. ნატოს ქვეყნების კანონმდებლებს სურთ, რათა „საქართველოში მთავრობისა და პრეზიდენტის ეფექტიანი თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს“. მორჩა და გათავდა!
ეს ახალი მოწოდებები, ჯერჯერობით არ არის კატეგორიული, მაგრამ საკმარისი საბაბი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ჯერზეც ეთქვას უარი MAP-ის მიღებაზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა ახლა ისაა, რომ ეს საბაბი არ მიეცეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ალიანსის კავკასიისკენ გაფართოებას.