ინგრედიენტები
შოკოლადის ფილა - 1 ცალი
კარაქი - 8 ს/კ + ფორმებზე წასასმელად
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1/3 ჭიქა
ვანილი - 1 ჩ/კ
კაკაოს ფხვნილი - 1 ს/კ
არაქისის კარაქი
ვანილის ნაყინი - სერვირებისთვის
მომზადების წესები
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ერთად (ან წყლის აბაზანაზე).
ჯამში ათავიფეთ 3 კვერცხი და 1/3 ჭიქა შაქარი. დაუმატეთ ვანილი და გამდნარი შოკოლადის მასა. კარგად აურიეთ.
ფორმებს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ კაკაო და ჩაასხით ფორმის 1/4-ზე შოკოლადის მასა, დაადეთ კოვზით არაქისის კარაქი და კვლავ დაასხით შოკოლადის. მასა. მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი ვანილის ნაყინთან ერთად.