ინგრედიენტები
კარაქი - 50 გ
ფქვილი - 80-100 გ
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის პუდრა - გემოვნებით
მწიკვი მარილი
წყალი - ჭიქაზე ოდნავ ნაკლები
სასურველი მურაბა - ან შოკოლადის სოუსი
ზეთი - ფრიტიურისთვის, 1 ჭიქა
მომზადების წესები
კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ 180 მლ წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაუმატეთ ადუღებულ კარაქში ფქვილი და ხარშეთ 10 წამის განმავლობაში, თან შეუჩერებლად ურიეთ. გადმოდგით და ხის კოვზით ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღაბამდე. გააგრილეთ ოდნავ.
დაუმატეთ სათითაოდ კვერცხი, თან ურიეთ თითოეული კვერცხის ბოლომდე გახსნამდე, სანამ ცომი პრიალა და ერთგვაროვანი არ გახდება.
გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში (სასურველია ვარსკვლავის ფორმის თავი გაუკეთოთ). შეგიძლიათ, აიღოთ უბრალო პაკეტი და გაუხვრიტოთ თავი. გაახურეთ ტაფაში 1 ჭიქა ზეთი და დასვით ტაფაში ჩუროსის ფორმები. ცომი გაწყვიტეთ სველი დანით.
შეწვით ყველა მხრიდან.
ამოიღეთ საწურით და დადეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე. გააცივეთ და ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სუფრასთან მიიტანეთ სასურველ მურაბასთან ან შოკოლადის სოუსთან ერთად.