სალათა მაკარონითა და ბოსტნეულით

სალათა მაკარონითა და ბოსტნეულით

ეს სალათა საკმაოდ ნოყიერია იმისათვის, რომ გარნირად კი არა, დამოუკიდებელ კერძად მივირთვათ. და თუ მაკარონს ფერადს გამოიყენებთ, სალათა საოცრად ლამაზიც გამოვა.

ინგრედიენტები

მაკარონი - 200 გ

ბროკოლი - 1 პატარა თავი

ყაბაყი - 1/2 ცალი

ნიორი - 1-2 კბილი

ყველი ფეტა - 100 გ

პომიდვრის ჩირი - 8 ცალი

ნედლი ბაზილიკი - რამდენიმე ღერი

ლიმონი - 1/2 ცალი

ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ

თხილი ქეშიუ - 1 მუჭა

მარილი

შავი პილპილი

მომზადების წესები

ბროკოლი დაანაწილეთ პატარა ყვავილედებად და გაშალეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.

დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი (2 ს/კ), მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.

შეწვით ბროკოლი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

ამასობაში მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად, შემდეგ გადაწურეთ.

დაჭერით პომმიდვრის ჩირი და ყაბაყი პატარა კუბიკებად.

მოათავსეთ სასალათეში პომიდორი, ყაბაყი, შემწვარი ბროკოლი და მაკარონი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი, აურიეთ.

სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები და თხილი ქეშიუ.