ინგრედიენტები
ფქვილი - 3 ჭიქა
შაქარი - 1,5 ჭიქა
კვერცხი - 4 ცალი
ნიგოზი - 1 ჭიქა
ვაშლი - 1 ცალი
დარიჩინი - 1 ჩ/კ
ფორთოხლის წვენი - 0,75 ჭიქა
ფორთოხლის ცედრა - 1 ს/კ
ზეთი - 150 მლ
გამაფხვიერებელი - 3 ჩ/კ
შაქრის პუდრა - 1 ს/კ
მწიკვი მარილი
მომზადების წესები
გარეცხილი და გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად და შეურიეთ 1 ჩ/კ შაქარი და დარიჩინი.
ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი. ღრმა ჯამში შეურით ზეთი დარჩენილ შაქარს, იქვე შეათქვიფეთ კვერცხი, ფაფუკი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გახეხილი ფორთოხლის კანი.
შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და ფორთოხლის წვენი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ცომში მსხვილად დაფქული ნიგოზი და დაშაქრული ვაშლი. აურიეთ ხის კოვზით.
ჩაასხით ცომი კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ კექსის ფორმაში, მოასწორეთ ზედაპირი და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
გამომცხვარ და გაცივებულ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.