სარდელი ცომში

სარდელი ცომში

სარდელები გავჭრათ შუაზე. პარალელურად, ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად და მოვშუშოთ სარდელებთან ერთად.

ამასობაში, მოვამზადოთ ცომი: გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად, დავასხათ რძე, დავამატოთ მდოგვი, მწვანილი და “მოვუკიდოთ“ (მცირე რაოდენობით მოვაყაროთ)  ფქვილი. გადავიტანოთ შუშის ფორმაში მოშუშული სარდელები და მოვასხათ ცომი. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.

გარნირად ძალიან უხდება მოთუშული ბოსტნეული.

ინგრედიენტები:

4-5 ცალი სარდელი (ან 7-8 ცალი სოსისი),

1-2 თავი ხახვი,

2-3 ს.კ. ზეთი.

ცომისათვის:

100 გრ. ფქვილი,

2 ცალი კვერცხი,

300მლ.რძე,

2 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი.

1 ს.კ.ქონდარი(ცოცხალი).

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: თავკვერი.