„ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში და არანაირი ნეგატივის, არანაირი კრიტიკის გაგონება აღარ სურს“

„ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში და არანაირი ნეგატივის, არანაირი კრიტიკის გაგონება აღარ სურს“

ბიძინა ივანიშვილის შესახებ უკიდურესად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებია. ზოგისთვის ის ექვთიმე თაყაიშვილია, ზოგისთვის ილია, ზოგისთვის კი საყდრისის დამანგრეველი. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დარჩეს ისევ ბიძინა ივანიშვილად და თავადვე გაემიჯნოს ფარისევლურ, პირმოთნე შეფასებებს, როცა მას წმინდანად შერაცხულ ადამიანებს სიცოცხლეშივე ადარებენ.

For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის აღმატებული ეპითეტების შესახებ წარსულში მასთან ახლოს მყოფი ადამიანი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ცალკეული ადამიანები ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი რეალობას მოსწყვიტონ და მას აღმატებითი ეპითეტებით ამკობენ. თქვენთვის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და 2020 წელს სად ხედავთ მის ადგილს?

- მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, როგორც ადამიანის ზედმეტად დემონიზების, ისე ზედმეტად გაღმერთების. ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ, ჩვენი მიღწევებითა და ჩვენი ცოდვებით. ასეთია ბიძინა ივანიშვილიც. შეიძლება ის სხვაზე მდიდარი, სხვაზე წარმატებული იყოს, სხვაზე მეტი ჰქონდეს გაკეთებული, და ნამდვილად ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, მაგრამ, შესაბამისად, შეცდომებიც მეტი აქვს დაშვებული, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს. რაც შეეხება მის მდგომარეობას, მე ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, დღეს ის ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში, როდესაც არანაირი ნეგატივის, არანაირი კრიტიკის, აღარაფრის გაგონება აღარ უნდა, ცხოვრობს ერთგვარ ვაზელინის ოთახში, მე ამას ვაზელინის ოთახს ვეძახი, და მოსწონს ასეთი ყოფა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმესა და ილიას მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებენ, ძალიან კარგად გრძნობენ, ადამიანს ეს სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს. რადგან ისინი ამას პირში ეუბნებიან ბიძინა ივანიშვილს, ე.ი. ხვდებიან, რომ მას ეს სიამოვნებს. სწორედ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ტონში ლაპარაკი აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

ის საკუთარ ქველმოქმედებასაც კი მალავდა.

- რა თქმა უნდა, ის ღიზიანდებოდა ასეთ რამეზე. როგორც ჩანს, ამ მხრივ დღეს ძალიან შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, მას ვერც ვცნობ.

რამ შეცვალა, საქართველოს პოლიტიკურმა ყოფამ, თუ მართლაც დრონი იცვლებიან და ადამიანებიც ვიცვლებით?

- ის გაბოროტდა, ვეღარ ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. რატომღაც ჰგონია, რომ ადამიანები უმადურები არიან, ანუ ივანიშვილმა თვითკრიტიკულობა დაკარგა და ეს არის მთავარი პრობლემა. ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, თვითონაც რაღაც შეცდომები დაეშვა. შესაბამისად, გაბრაზდა ყველაზე და ყველაფერზე, მთელ სამყაროზე და ჩაიკეტა ამ სისტემაში. ჩემთვის საკმაოდ ძნელად საყურებელი სურათია, მე შეიძლება ძალიან კრიტიკული ვიყო მის მიმართ, მაგრამ ადამიანურად ჩემთვის არ არის სულ ერთი მისი მდგომარეობა, გარემოცვაც მას კიდევ უფრო უბიძგებს ამ უფსკრულისკენ, რასაც ჰქვია დაუსაბუთებელი ამპარტავნება.

ჩვენ ვნახეთ, ბოლო პერიოდში მილანურ ნაძვის ხეს რა ამბავი მოჰყვა, ამდენი ფულის ხარჯვა გაჭირვებულ ქვეყანაში კრიტიკულად შეფასდა. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ბიძინა ივანიშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა ნოყიერი გარემოა ფულის საკეთებლად. ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს ფულის მოყვარულ ადამიანებს?

- ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა აღარ აქვს, მას გაუჩნდა ილუზია, რომ სისტემას მართავდა, ფაქტობრივად, მას არც ერთ სისტემურ მანკიერებაზე უარი არ უთქვამს, რასაც ჩვენ ვებრძოდით სააკაშვილის დროს. მან ჩათვალა და გაუჩნდა ილუზია, რომ ამ ურჩხულს თავად მართავდა, სინამდვილეში, სისტემამ ის მძევლად აიყვანა. სისტემა მას ეუბნება, შენ იჯექი შენთვის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შენ გაღიარებთ, როგორც მმართველს, ყველაფერს შეგითანხმებთ, ყველაფერი შენი პირობითი კონტროლის ქვეშ იქნება, მაგრამ რეალურად ჩვენ გავაკეთებთ საქმეს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს იმის რესურსი, ეს მანკიერება შეცვალოს.

იმ პროცესით, რაც ბიძინა ივანიშვილმა განავითარა მართლმსაჯულებაში და ჩვენ ვნახეთ ამის ფინალური ეტაპი, დისკრედიტირებული მოსამართლეების დამტკიცების სახით, ფაქტობრივად, მან მიშა სააკაშვილის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა საკუთარი თავი, რადგან არაფერზე უარი არ თქვა. სხვა საკითხია, რომ ჯერჯერობით ის უფრო ჰუმანურია და სადიზმის იმ ხარისხისთვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ ყველა სისტემური მანკიერება დაიტოვა. ერთ პროპორციულ არჩევნებს შეგვპირდა და იმაშიც გადაგვაგდო. სურათი დრამატულია და დრამატულია პირადად მისთვისაც, რადგან არაფერ კარგს არ მოუტანს საბოლოო ჯამში.

ქართული ოცნებისმესვეურებს საამაყოდ აქვთ, რომ ქვეყანამ სხვა რეალობაში გაიღვიძა, წარსულს ჩაბარდა მაღაზიის თავზე შემოდებული გვამები, მაგრამ თვლით თუ არა, რომ ამ 7-წლიანი მმართველობისას დრო გაჩერდა?

- გამომდინარე იქიდან, რომ სისტემა დარჩა უცვლელი, მე უკვე მოტივშიც ეჭვი მეპარება და ისიც არ ვიცი, ისინი შეგნებულად ამბობენ სადიზმზე უარს, თუ უბრალოდ ისეთი „ეფექტურები“ სადიზმში ვერ არიან. ჩვენ გვქონდა 20-21 ივნისი, შეიძლება დრამატიზმის ხარისხი იმდენად მაღალი არ იყო, როგორც დავუშვათ, 7 ნოემბერს, მაგრამ, მეორე მხრივ, ტექნოლოგიურად ყველაფერი იგივე იყო, რეაგირების თვალსაზრისითაც, ყველაფერი იგივე იყო, მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება, მაგრამ სრულიად აშკარა იყო ძალის გადამეტებაც და ჩვენ დასჯილი ვერავინ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან, ანუ სისტემა იცავს თავის თავს.

დღემდე ახალგაზრდა ბიჭები პატიმრობაში რჩებიან, რომლებიც გოგონებს იცავდნენ რეზინის ტყვიებისგან.

- გეთანხმებით, აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმის გამართლება, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობაა“, უკვე შეუძლებელია, რადგან ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ძახილში მათ, ფაქტობრივად, მთელი სამყარო „ნაცმოძრაობად“ გამოაცხადეს, ანუ, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, ანუ „ნაცია“. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი აღარ არის მხოლოდ, ქვეყნის გარეთაც ვრცელდება, რომ თურმე „ენ-დი-აი“ და „აი-რა-ი“ –„ნაცმოძრაობაა“, ფეისბუკი-„ნაცმოძრაობაა“. უკვე სრულ აბსურდში გადავიდნენ, ეს მოსწონთ კიდეც, სხვა იარაღი აღარ აქვთ და, ვინც კრიტიკულად უყურებს და რაღაც არ მოსწონს დღევანდელობაში, ყველას მტრად აღიქვამენ. პოლიტიკურ ბუნკერში არიან ჩასულები და ცდილობენ, 2020 წლის ჩვენს ძალისხმევაზე ისპეკულირონ. „ქართული ოცნების“ დღევანდელ ელიტას რომ გადახედოთ, იქ თითო-ოროლას თუ ნახავთ იმ ადამიანებს, ვინც 2012 წელს იმას მიაღწია, რაზეც მუდმივად აპელირებენ დღეს. ვინ აპელირებს ამაზე? მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე, სად იყვნენ ესენი 2012 წელს? ზოგი პირდაპირ ემსახურებოდა იმ რეჟიმს, ზოგი ბუჩქებში იჯდა, ისინი ცდილობენ ახლა ჩვენი მიღწევით ისპეკულირონ და იმაზე ილაპარაკონ დღესაც, რაშიც მათი წვლილი ნულოვანია. სამწუხაროდ, ასეთი ფსევდორეალობა მივიღეთ.

საგარეო პოლიტიკური ზიანიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში დასავლეთისგან წამოსული უარყოფითი შეფასებების სახით მიადგაქართულ ოცნებას“, რა გადაარჩენს მმართველ გუნდს 2020 წელს?

- „ქართული ოცნების“ მთავარი კოზირია რესურსების მონოპოლიზაცია. მათ მონოპოლიზებული აქვთ რესურსი და ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე პოლიტიკურ ოპონენტებად შეინარჩუნონ ისევ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“. შუა გაკრიფონ, „ნაცმოძრაობა“ შეინარჩუნონ და იმის ხარჯზე მოიგონ არჩევნები, რომ მათი ოპონენტები მათზე კიდევ უფრო უარესები არიან. ეს არის მათი ტექნოლოგია, რომელიც არაერთხელ გამოუყენებიათ და სხვა მანევრი მათ არ აქვთ, ალბათ, ისევ ამ მიმართულებით იმუშავებენ. შესაბამისად, არჩევნების ბედი მათზე ნაკლებადაა დამოკიდებული, უფრო დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს დანარჩენი ოპოზიცია ამ ორპოლუსიანი მანკიერი წრის გარღვევას და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები რამდენად აქტიურები იქნებიან. სწორედ აქედან გამომდინარე განვითარდება მოვლენები და „ქართული ოცნების“ შანსებიც ამაზეა დამოკიდებული. დღევანდელი ვითარება უფრო ზუსტ პროგნოზს არ ექვემდებარება. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ პოლიტიკური აფექტის ფაზაში, ასეთ სიტუაციაში მრავალვარიანტულია განვითარება.

 

trampi შე დაბოღმილო ყველაფერშიკო.......ესენი რომ ერთი დღითაც გასაჩერებლები არა არიან--- იასნია, მაგრამ ნაცების და ხაზარაძის ფონზე, ესენი ყარამან ყანთელები არიან!!! ...დაჟე ანგელოზები(ისემც ამათი კეთილები..... ქუნემ )
მართალია თან ესენი პლიუს დებილებიც არიან, მაგრამ ისინიიიი, ისინიიი...... პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის მტრები არიან, ქვეყნის დაუძინებელი, დაუძინებელი მტრები . ან იქნებ ესე არაააა?? თუ არ გჯერა კიდე ნახე უცხო სიტყვათა ლექსიკონში რას ნიშნავს ნაცი............ნაცი ნიშნავს ქვეყნის დაუძინებელ მტერს!!!...(ეგ თარგმანი კახური ლექსიკონიდანააა ამოღებული, შეიძლება შენ ვერც ნახო)
ასე რომ მანამ ქვეყანაში ნორმალური ხალხი არ გამოჩნდება, მანამდე მაგ შენ ნაცებს საბოლოოდ მიწა მიეყრებათ ....და მგონი ამათაც
4 წლის უკან
tngh ბ-ნო ხუხა!!! რომ იცოდე რა კომპლიმენტებით გამკობს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მაგ შენს შურთან და ბოღმასთან ერთად გაქრებოდი... თუმცა, ისეც ამყრალებულ-აქოთებული მძორი ხარ. ამოხვედი ყელში შენი "სიბრძნით"... უკვე 30 წელია.
4 წლის უკან
სოციალისტი ხუხაშილის საყურადღებოდ, ბიძინა ივანიშვილი თავისი ღვაწლით აენღემატება ყველას ვინც კი საერთოდ გამოიგონია!
4 წლის უკან
Maverick ხუხა, დოქსოპულოს გაასწარი, მაინც შეგეკითხები: "შენ დედა გყავს?!"
4 წლის უკან
ანდრია საკვირველია, რატომ მიიჩნევნ ბ-ნ ხუხაშვილს ან დაბოღმილად ან "ყველაფერშიკად"? როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება არ არის მზად ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს (სოციალისტის შეფასებით), არანაირი დამსახურება "ღვაწლი" არ აძლევს ვინმეს უფლებას, რომ სხვებზე მაღლა დააყენოს საკუთარი თავი და არალეგიტიმური ხერხები გამოიყენოს.
4 წლის უკან
trampi ანდრია

რატომ და...............პირადულიდან ამოდიან და იმიტომ
.. ბევრჯერ იმისთანა რამეს დაახეთქებს ხოლმე, რომ მკვდარსაც კი გაეცინება
მაგას აქაურები მარტო ამ საიტიდან მინიმუმ, მინიმუმ 10-- წელია ვიცნობთ(ისე სხვა კიდევ)...მაგას მიშას დროსაც ვუსმენდით და ვკითხულობდით და ეხლაც. ასე რომ ,,აქაურებს,, ძირითადად (ჯამში)... ავი და , კარგი არ გვეშლება და არც არავის არაფერს ვუკარგავთ..
(მაგის ძალიან მძიმე ამბები მიშას ხელში კარგად გვახსოვს),
მაგრამ რაც ეგ ბიძომ აითვალისწუნა, მას მერე სუ იმას ცდილობს, როგორმე ქვეყნის დაქცევა იწინასწარმეტყველოს....
.კრიტიკა... დიახაც უნდა თქვას, მაგრამ კრიტიკასაც გაააჩნია...ცრუ და მართალს რომ ერთ ქვაბში მოაქცევ, ეგ კრიტიკა არააა...
ისე ბიძოს პიროვნულ თვისებებზე, მის მართვის სტილზე რომ უარყოფითები თქვას, ეგ გასაგებია და მართალიც....მაგრამ იმას აქ ფულის შოვნის მიზნით საქმიანობა დააბრალო უბრალოდ არა სერიოზულია...
ისე წესით მაგ ბიძოს ადგილზე კი აუტკივარ თავს არ ავიტკივებდი---- ნაცების მერე ხელისუფლებას ჭკვიან და განათლებულ ხალხს ჩავაბარებდი (ჩვენ ქვეყანას რომ ეყოფა იმდენი მაინცა გვყავს, გაცილებით მეტი თუ არა) და მის ადგილზე ბავშობის დროინდელი თოვლივით გავქრებოდი საერთოდ პოლიტიკიდან..(არააა ეგ მისი საქმე, არა..... განათლებაშიც საგრძნობლად მოიკოჭლებს...ბიზნესი და სახლმწიფოს მართვა სხვადასხვა რამეა....
უბრალოდ ეხლანდელი ხუხას კრიტიკა .. არაა ობიექტური კრიტიკა...ისე კი ესენი რომ ერთი დღეც არ არიან გასაჩერებლები ეგ იასნია, ვეთანხმები (უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო) ...მაგრამ ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო..ეგეც ხომ გაგიგია ?
აბა ეხლა გუბაზი რომ გულზე მუშტს იბრახუნებს, საქართველო საქართველოვო, დაეჯერება იმას რამეეე?? ობიქტურად იქცევაააა??
უსუფაშვილი ამბობს ხოლმე----- ესენი გასაშვევები არიან, მაგრამ ნაცები არ მოსაშვებებიო...(100%--ვეთნხმები )...მაგას ესენი ავიწყდება(ივიწყებს)
ისე ლაგაზიძეც ზუსტად მასე იქცევა ....
საზოგადოება მზად არაააო ....მერე ვინ ზრუნავს მის ,,მომზადებაზე,, მაგდენი ხანი ტელევიზორში ვიყო..სუ სხვამნაირად გამოვიყენებდი ჩემ დროს
4 წლის უკან
trampi დამავიწყდა....
დღევანდელ ინტერვიუს 70 პროცენტი ვეთანხმები (პირველ ნაწილს ...აი 20--21 და პროპორციულზე რომ ამბობს იმაზე კი ძალიან მიკერძოებულად ამბობს.......ბიჯოოო...... ყველამ იცის, ყველამ ნახა პარლამენტს შტურმით იღებდნენ და ეს კიდევ ესე რატომ დაშალესო ან რატომ დაააპატიმრესო ...
ან ენდეაის და აირაის დაცვა შეიძლებააა?/
ეგ არ იყო ნავაროს ორშაურად სუ დედის პრჭჭ რომ აგინებდააა?? ეხლა რა ეგენი გამოპატიოსნდებოდნეეენ??
4 წლის უკან
გრიგორი ახალგაზრდა ბიჭები გოგონებს იცავდნენ რაზინის ტყვიებისაგანო!!!! რას არ იტყვი ადამიანის ენა !!!! და 20 ივნისის შედარება , მიუხედავად იმისა, რომ მართლაც იყო ძალის გადამეტების შემთხვევები, როგორ შეიძლება?! ბოლოს და ბოლოს, 7 ნოემბერს არავინ დასხმია თავს არც პარლანენტს და არც სხვა სახელმწიფო დასესებულებას!!! ამისი მცდელობაც კი არ ყოფილა. თანაც დაარბიეს მაშინ, როცა პარლამენტის წინ ხალხი ცოტა იყო. 20 ივნისს კი აქცია პარლამენტზში შეჭრის მცდელობისას დაარბიეს.
4 წლის უკან
tngh ჩემის აზრით, ერთად ეღტი ადამიანი, ვისაც ამ კაცის "სიბრძნე" დღესაც აინტერესებს და სჯერავს, ტ/კ "ემავიზიის" წამყვანი ქ-ნი ემა ტუხიაშვილია...
4 წლის უკან