ხაჭოსა და ანანასის ყველაზე გემრიელი და მარტივი დესერტი

ხაჭოსა და ანანასის ყველაზე გემრიელი და მარტივი დესერტი

იმისათვის, რომ გემრიელი რამ მოამზადოთ, საჭირო არ არის დიდი ძალისხმევა. აი, მარტივი დესერტის რეცეპტი, რომელიც წარმოუდგენელია ვინმეს არ მოეწონოს.

ინგრედიენტები

ხაჭო - 400 გ

არაჟანი - 200 გ

ანანასის კონსერვი - 1 ქილა

ანანასის წვენი - 0,5 ლ

ჟელატინი - 25 გ

ვანილი

ქიშმიში - გემოვნებით

შედედებული რძე - ნახევარი ქილა

მომზადების წესი:

ჟელატინი დააბეთ ანანასის წვენში დაახლოებით ერთი საათის მანძილზე.

როცა გაფუვდება, დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

ხაჭოს შეურიეთ არაჟანი, შედედებული რძე და ვნილი – ყველაფერი დააბლენდერეთ.

დაუმატეთ გაგრილებული ჟელატინი და დაჭრილი ანანასები.

ჩაასხით ან პატარ-პატარა ფორმებში, ან ერთ დიდში. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, სანამ არ გამკვრივდება.