ინგრედიენტები
რძე - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 2 ს/კ
კაკაო - 3 ს/კ
კარაქი - 50 გ
მომზადების წესი:
შაქარი, კაკაო და ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
დაასხით ერთი ჭიქა თბილი რძე და კვლავ კარგად აურიეთ.
დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი, თან შეუჩერებლად ურიეთ.
დაუმატეთ კარაქი, სანამ კრემი ცეცხლზე დგას და თან ურიეთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ გადნება და პასტას სიპრიალეს არ მიანიჭებს.
მომზადებული კრემი გადაიტანეთ თავდახურულ ქილაში, ან სხვა ჭურჭელში და გააცივეთ. შეინახეთ მაცივარში.