საცივი რომ არ აიჭრას, არ გამუქდეს და ერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს - ქართველი დიასახლისების გამოცდილი რჩევები

საცივი რომ არ აიჭრას, არ გამუქდეს და ერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს - ქართველი დიასახლისების გამოცდილი რჩევები

ოჯახების უმრავლესობა საცივს იშვიათად, მხოლოდ დღესასწაულებზე ამზადებს. ვინაიდან იშვიათად კეთდება, ბევრი დიასახლისი დახელოვნებას ვერ ასწრებთ და წლიდან წლამდე ავიწყდება ამ ტრადიციული კერძის მომზადების ნიუანსები.

ვეცდებით, გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რითაც წინასწარ დაიზღვევთ თავს აჭრილი, გამუქებული ან შეუხედავი საახალწლო საცივისგან.

საცივი რომ არ გამუქდეს

ყველაზე ხშირად საცივი ძმრით მუქდება. ამის საწინააღმდეგოდ გამოცდილ დიასახლისებს ასეთი მეთოდე აქვთ:

ძმარი წინასწარ წამოადუღეთ დაფნის ფოთლებთან ერთად და ასევე მდუღარე ჩაასხით საცივში.

ძმარი უნდა დაუმატოთ უკვე გაცივებულ საცივს და ფერს აღარ შეუცვლის.

ძმრის მაგივრად გამოიყენეთ ლიმონის წვენი.

შესაძლოა საერთოდ ძმრისა და ლიმონის გარეშეც მომზადდეს.

აცადეთ საცივს ცოტა შეგრილება და მერე დაუმატეთ ძმარი,

გამუქების სხვა მიზეზებია

მუქი ნიგოზი.

ალუმინის ჭურჭელი. (ჯობია ემალირებულში წამოადუღოთ.)

საცივი რომ არ აიჭრას

საცივს ზოგი კვერცხს ამატებს და ძირითადად, ეს ხდება აჭრის მიზეზი. ცხელ საცივში გრილი კვერცხი არ უნდა ჩაასხათ. აცადეთ საცივს ცოტა გაგრილება და მერე დაამატეთ კვერცხი.

საერთოდ, აჭრის მიზეზი ინგრედიენტები განსხვავებული ტემპერატურაა. ეცადეთ, მაქსიმალურად დაუახლოვოთ ერთმანეთის ტემპერატურას საცივის ინგრედიენტები. ძალიან მდუღარე ნიგვზის მასაში არ ჩაამატოთ ძალიან ცივი ნახარში, ძმარი, კვერცხი და ა. შ.

კონსისტენცია

უნაზესი, ფაფუკი კონსისტენცია მარტივად მიიღწევა ბლენდერით. თუმცა ბევრი დიასახლისი ისევ ძველი მეთოდების ერთგულია. თუ ბლენდერი არ გაქვთ, მათი ხერხები გამოიყენეთ.

მანქანაში ორჯერ გატარება.

მდუღარე ნიგვზის დამატებით საცერში გატარება.

გატარებული ნიგვზის ხელით სრესვა და ზეთის გამოხდა.