ხელისუფლება დიალოგს, ოპოზიცია რევოლუციას აანონსებს

ხელისუფლება დიალოგს, ოპოზიცია რევოლუციას აანონსებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50–მდე შემცირდეს. შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3–მდე გაიზრდება ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, იქნება 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მორიგი დიალოგი იანვარში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ მორიგი რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, ორივე მხარე თანხმდება, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური კეთილდღეობისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მაჟორიტარების უმრავლესობა დიდი სიხარულით არ ეთანხმება იმას, რომ პროპორციული მანდატების რაოდენობა გაიზარდოს მაჟორიტარულის შემცირების ხარჯზე, თუმცა მისივე თქმით, მიუხედავად მაჟორიტარების ამ პოზიციისა, არსებობს შეთანხმების რესურსი.

„ერთადერთი რაციონალური წინადადება, რომელიც ამ 4 რაუნდის ფარგლებში წარდგენილი იქნა მოლაპარაკების მაგიდასთან, იყო დღევანდელი წინადადება. კორექტირებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა მიმღებლობა არსებობს. როცა ხედავ მოლაპარაკების სივრცეს და ამბობ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, ამ შემთხვევაში კორექტირებაზეც არავინ საუბრობს ხოლმე. იმ შემთხვევაში, თუ დიალოგის ფორმატში შეთანხმება ვერ მოხდება, 2020 წელს არჩევნები არსებული მოდელით გაიმართება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგის მაგიდას იანვარში დაუბრუნდებიან. მისი თქმით აუცილებელია, რომ მხარეებმა კომპრომისზე წასვლა ისწავლონ.

„ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტია განიხილავენ პრობლემებს და გამოწვევებს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ ახალი წინადადება წარადგინა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მხარეებმა განიხილეს შემოთავაზება, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდება, მხარეებს შორის უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება და კომპრომისის სურვილი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თვლის, რომ დიალოგის საუკეთესო შედეგი იქნება, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე დადგეს მომდევნო არჩევნებისთვის. კარლ ჰარცელი თვლის, რომ დიალოგის რეჟიმმა დადებითი შედეგები გამოიღო.

„რეალურად, ყველა მხარეს სურს ამ დიალოგის გაგრძელება, რაც უკვე კარგია. წინა რაუნდებზე სხვადასხვა შეთავაზებები მოვისმინეთ და სასარგებლო დისკუსიები გვქონდა. ვიმსჯელეთ ოდირის რეკომენდაციებზე, რომელიც ვალიდური და მნიშვნელოვანია, პროცესი მომდევნო წლის დასაწყისშიც გაგრძელდება. ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისთვის. დიალოგის საუკეთესო შედეგი იქნება საქართველო, სწორ ტრაექტორიაზე დადგეს მომდევნო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პარლამენტის 150 მანდატიდან 100–ის პროპორციულზე და 50–ის კი მაჟორიტარულზე გადანაწილებას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ძალა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მმართველი გუნდის შემოთავაზებული წინადადება კი ვაჭრობა და მხოლოდ რამდენიმე მანდატის დათმობაა.

„მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი, 100 პროპორციული და არა მარტო 2020–ში, არამედ საქართველოში ყველა არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, უსასრულობამდე. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით, რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ხელისუფლებამ ოპოზიციას უთხრა დაეხმარონ პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაში. მისივე თქმით, ოპოზიციამ ეს მოლაპარაკებები დაიწყო იმისთვის, პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ მისი ადეკვატური სისტემა მოენახა.

„ამიტომ შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი ქართულად ადაპტირებული. დღეს მაგიდაზე დევს ჩვენი შეთავაზება, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ ის არ მოსწონს და დღეს დაიდო მაგიდაზე ხელისუფლების შემოთავაზება, რომელიც საერთოდ სხვა სიბრტყეშია. ისინი გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, ამიტომ 2024 წლისთვის პროპროციულ არჩევნებს ვერ გავაუქმებთ, არადა გვინდა რომ გავაუქმოთ და ამაში მოგვეხმარეთო. გაფუჭებაში არ მოგეხმარებით, ვეუბნებით რომ გაკეთებაში დავეხმარებით.

გაკეთება კი არის ის, რომ ჩვენ შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე ამ მოდელით ან რამე სხვა მოდელით. გრძელდება ფიქრი. მაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ყველა ქვეყანაში ყველა რევოლუციას ამწიფებს ხელისუფლება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდეს,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სისტემა დღეს არსებულ განაწილებას სჯობს, მაგრამ ეს არ სჯობს იმას, რაც უკვე გვიწერია კონსტიტუციაში და რაც ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნების მეორე დღიდანვე. მისივე ვარაუდით, ამ შეთავაზებას პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

„ვამბობდი და ისევ გავიმეორებ, რომ კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელია, უბრალოდ ამას პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება სჭირდება. შემოთავაზებული სისტემა, დღეს არსებულ განაწილებას მაჟორიტარულ და პროპორციულ მანდატებს შორის, რა თქმა უნდა, სჯობს, მაგრამ ეს არ სჯობს იმას, რაც უკვე გვიწერია და რაც ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნების მეორე დღიდანვე.

ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელზეც ძალიან დიდხანს ვიმსჯელეთ, წლები ვიმუშავეთ, ხმა მივეცით და კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ძალაში შედის პროპორციული სისტემა 5%–იანი ბარიერით და ბლოკების გარეშე, რაც მისაღები, კარგი და მისასალმებელია. ამის შებრუნება ისევ შერეულ საარჩევნო სისტემაზე, თუნდაც უკეთესი პროპორციით, ვიდრე დღეს გვაქვს, ამაზე შეთანხმება ძალიან გაძნელდება. არ მგონია, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაგროვებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გააოცა, რადგან არა მხოლოდ 2020–ში შემოგვთავაზა პროპორციულზე უარის თქმა, არამედ 2024 წელშიც. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაძლიერდება, გაგრძელდება აუცილებლად და თუ ხელისუფლება ამის იგნორირებას შეეცდება, შეიძლება საქმე რევოლუციამდეც მივიდეს.

„მაშინ 100/50–ზე იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ახლა როცა გაცილებით მაღალი შემოთავაზება გვქონდა და იყო ხალხის მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ეს 100/50–ზე და პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა, რომლის დაპირებაც იყო, არის მიუღებელი. ის რაც შეიძლება ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში იყოს მისაღები, მეორე მონაკვეთში შეიძლება იყოს მიუღებელი. ის, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული შეცდომები არ ნიშნავს, რომ იგივე უნდა განმეორდეს. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და არა უკან. დღეს ჩვენ დავბრუნდით უკან 2008 წელში. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება მიუღებელია, მაგიდაზე რჩება ის წინადადებები, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა ხელისუფლებას. დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, იმიტომ რომ არამხოლოდ 2020–ში შემოგვთავაზა პროპორციულზე უარის თქმა, არამედ 2024 წელშიც, 2028 წელში და ა.შ ანუ პრაქტიკულად მათი შემოთავაზება იყო, რომ ყველაფერი იმაზე რისთვისაც ვიბრძვით რეალურად, გვეთქვა უარი. ძალიან უხერხულად გრძნობს უმრავლესობა თავს დიპლომატების წინაშე,“ – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.


მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
4 წლის უკან