ახალი სკანდალი საპატრიარქოში: შორენამ და მეუფე იაკობმა დედა თამარი დააინვალიდეს

ახალი სკანდალი საპატრიარქოში: შორენამ და მეუფე იაკობმა დედა თამარი დააინვალიდეს

ლესელიძეზე მდებარე ჯვრის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირს, დედა თამარს მეუფე იაკობმა (იაკობაშვილი) და საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქის, ილია II -ის  მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა ხერხემალი დაუზიანეს და მოწამლეს.  ამ სკანდალურ ინფორმაციას “2020NEWS“ -ს ექსკლუზიურ ინტერვიუში, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აწვდის.

ადვოკატი  “2020NEWS“-თან  დეტალურად ყვება  დედაოს დაინვალიდების ამბავს, რომელიც  საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან არის დაკავშირებული.

მიხელ რამიშვილი: დედა თამარის მიმართ, რომელიც ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს, მოქალაქე კონსტატინე იაკობაშვილისა (მეუფე იაკობი) და შორენა თეთრუაშვილის მხრიდან ვანდალური ქმედებები განხორციელდა. ამ დედაოზე  მაღალი სასულიერო პირების მხრიდან ზეწოლა დღესაც ხორციელდება.

-ბატონო მიხეილ, რა სახის ზეწოლის შესახებ საუბრობთ?

-დედა თამარი კონსტანტინე იაკობაშვილმა და შორენა თეთრუაშვილმა ინვალიდობამდე მიიყვანა.  ის ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ინვალიდი გახადეს.  ხერხემალი დაუზიანეს და მოწამლეს.

-რა იყო დედა თამარზე განხორციელებული ზეწოლის მიზეზი?

-დედა თამარი დაახლოებული იყო პატრიარქთან და სერიოზულ ინფორმაციებს ფლობს. ამ ინფორმაციების შესახებ თავად დედაომ უნდა ისაუბროს.  ჩემგან ამ ინფორმაციის გაჟღერება გამართლებული არ იქნება. ის ინფორმაციები, რომლებსაც დედა თამარი ფლობს, სასულიერო პირებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ჩააგდეს ასეთ უბედურებაში. სავადმყოფოშიც იყო და ახლა პატრიარქთან შეხევდრის უფლებას არ აძლევენ.

- ამ ფაქტების შესახებ  საუბარს დედა თამარი აპირებს?

-მოვა დრო და დედა თამარი ალაპარაკდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. საჭიროებისამებრ ყველაფერს ნათელი მოეფინება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესახებ სკანდალურ ინფორმაციებს დრო და დრო გავასაჯაროებ.

-დედა თამარი კავშირშია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან?

-დედა თამარი აბსოლუტურად არანაირ კავშირშია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან.  თუმცა დედაოს მიმართ განხორციელებული ფაქტები საპატრიარქოში  არაადამიანურობაზე წამსვლელი  სასულიერო პირების არსებობის დადასტურებაა.

სოციალისტი ქართულად წერა კითხვა რატომ გიჭირთ, უკვე ინგლისურად აზრ0ოვნებთ და მერე თარგმნით? წინადადება ტექსტიდან - დედა თამარი აბსოლუტურად არანაირ კავშირშია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან,.. ყურს ბ ჭრის!!! სწორად და მარტივად ასე ონდა დაწეროთ - დაედა თამარს გიორგი მამალაძესთან აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს.
4 წლის უკან